საქართველოს პრემიერ-მინისტრი მოსახლეობას დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს. მამუკა ბახტაძე მთაწმინდის პანთეონში იმყოფებოდა, სადაც ეროვნული გმირის, მერაბ კოსტავას საფლავი ყვავილებით შეამკო. დღეს კოსტავა 80 წლის გახდებოდა.
"მერაბ კოსტავას სახელთან ასოცირდება ეროვნული მოძრაობა, ის დიდი იდეა, რომელმაც მოგვიტანა ჩვენ ჩვენი სახელმწიფოს დამოუკიდებლობა. მერაბ კოსტავა არის მაგალითი თუ როგორ უნდა უყვარდეს ყველა საქართველოს მოქალაქეს თავის სამშობლო და იბრძოდეს მისი ეროვნული ინტერესებისთვის,"-აღნიშნა პრემიერმა.