19 ნოემბერი 2024,   05:25
ვრცლად
"ცალკეული მოქალაქეების დაცულობას და მათი ღირსების დაცვას ემსახურება ჩვენი მისწრაფება, გავხდეთ ნატო-ს და ევროკავშირის ქვეყანა" - ლევან იზორია  

თავისუფლების მოედანზე დილიდან საზეიმო განწყობაა. საქართველოს დამოუკიდებლობის დღის 101 წლისთავთან დაკავშირებით საზეიმო ღონისძიებები იმართება. იქ დილიდან მიდიან რიგითი მოქალაქეები, პოლიტიკოსები, ხელისუფლების წარმომადგენლები.

საქართველოს მოქალაქეებს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა. ლევან იზორიამ დამოუკიდებლობის დღე განსაკუთრებით თავდაცვის სამხედრო მოსამსახურეებს მიულოცა და მათი ღვაწლზე გაამახვილა ყურადღება.

„ვულოცავ დამოუკიდებლობის დღეს საქართველოს თითოეულ მოქალაქეს, განსაკუთრებით მინდა დღევანდელი დღე მივულოცო თავდაცვის ძალების სამხედრო მოსამსახურეებს, რომლებიც ჩვენი იდენტობის საფუძველს, საქართველოს დამოუკიდებლობას  და თავისუფლებას იცავენ და ამით თითოეულის ღირსებას და თავისუფლებას იცავენ. სწორედ, ცალკეული მოქალაქეების დაცულობას და მათი ღირსების დაცვას ემსახურება ჩვენი მისწრაფება, გავხდეთ ნატო-ს და ევროკავშირის ქვეყანა,“ - განაცხადა ლევან იზორიამ.

დღეს, საქართველოს 5 რეგიონში 463-მა რეკრუტმა სამხედრო ფიცი  დადო. ფიცის დადების ცერემონიას მთავრობის წევრები და თავდაცვის ძალების სარდლობა, ასევე დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები დაესწრებიან.

 

დღის ამბები