19 ნოემბერი 2024,   05:26
ვრცლად
საქართველოს ჰიმნი საოკუპაციო ხაზთან-გაერთიანებულმა ოპოზიციამ დამოუკიდებლობის დღე ატოცში აღნიშნა

დამოუკიდებლობის დღეს სახელმწიფო ჰიმნი ატოცში, საოკუპაციო ზოლის მიმდებარედაც შესრულდა. კონფლიქტის ზონაში დღეს სანდრა რულოვსი და გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ. მათ ანტისაოკუპაციო მოძრაობის წევრები შეხვდნენ და ადგილზე არსებული ვითარება გააცნეს.

„ჩვენ სიმბოლური აქცია ჩავატარეთ სოფელ ატოცში საოკუპაციო ხაზთან და ამითი ჩვენ გამოვხატათ ჩვენს სიყვარულს ამ ქვეყნისადმი და ასევე გვერდში ვუდგებით იმ ბიჭებს, ვინც აქ არიან დღე და ღამე უკვე ორი წელია. ეს არის ანტისაოკუპაციო მოძრაობა "ძალა ერთობაში" და მათი მეშვეობით, მათი პატრულირების და მონიტორინგის დაწყების მერე აღარ ყოფილა მიწების მიტაცების ფაქტები და ადამიანების გატაცების ფაქტებიც შემცირდა ბევრად,“-განაცხადა სანდრა რულოვსმა.

ატოცში იმყოფებოდა მალხაზ მაჩალიკაშვილიც. მისი თქმით, ის რაც დღეს ატოცში ხდება, მისი მსგავსი მოვლენები ვითარდება დავით გარეჯში, რაც ხელისუფლების სისუსტეზე მიუთითებს.

„ვულოცავ მთელს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს. ამასთან დაკავშირებით ჩვენ ამოვედით საოკუპაციო ხაზთან. უნდა ქონდეს  მთელს ხელისუფლებას ყურადღება არამარტო აქ. დღეს დავით გარეჯში ხდება ასეთივე ამბავი და ეს არის ასე ვთქვათ ჩვენი ხელისუფლების, სახელმწიფოს სისუსტე,“-განაცხადა მალხაზ მაჩალიკაშვილმა.

ამავე თემაზე
დღის ამბები