სიმართლისთვის ბრძოლა გრძელდება - მალხაზ მაჩალიკაშვილი პარლამენტთან აქციას მართავს. მაჩალიკაშვილთან შესახვედრად და აქციაში მონაწილეობის მისაღებად სანდრა რულოვსი მივიდა.
რულოვსი ამ წუთებში იმ კარავში იმყოფება, სადაც პანკისში მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის მამა თვეებია ცხოვრობს. რულოვსს კომენტარი არ გაუკეთებია.
უკვე 1 წელი გავიდა, რაც შვილმოკლული მამა სიმართლის დადგენას გაშლილი კარვებით ცდილობს. მალხაზ მაჩალიკაშვილი დღეს საზოგადოებასთან ერთად ხელისუფლებას კიდევ ერთხელ შეახსენებს იმ ტრაგედიას, რომელიც მის ოჯახში დატრიალდა და დამნაშავეების დასჯას მოითხოვს.
„მე დღეს პრეტენზია მაქვს მთელ ხელისუფლებასთან. სანამ მთელი ეს ხელისუფლება ჩემი შვილის მკვლელობის გამო, იმ ჩემი ამ დღეში ჩაგდების გამო არ აგებს პასუხს, მე აქედან წამსვლელი არ ვარ , მიუხედავად იმისა, რომ დავიღალე და თითქმსი წაქცევის პირას ვარ მისული, მაინც გავაგრძელებს ჩემს ბრზოლას. სამართლისა და კანონის ჩარჩოებს მე არ გავცდები,“-ამბობს მალხაზ მაჩალიკაშვილი.
ავტორი: ნინო გაზდელიანი