19 ნოემბერი 2024,   05:29
ვრცლად
"კონკრეტულ ნაბიჯებს ვდგამთ იმისთვის, რომ ეს საკითხები მოუგვარდეთ" - სერგეენკო მაღაროელების გაფიცვას ეხმაურება

მთავრობის წევრები ჭიათურაში ჩასვლას ამ ეტაპზე არ აპირებენ. მინისტრები ამბობენ, რომ ისინი ხედავენ რესურსს, რათა კომპანიამ გაფიცულებთან მოლაპარაკება შეძლოს.

ჯანდაცვის მინისტრის თქმით, ახლა აუცილებელია ისე დასხდნენ მოლაპარაკების მაგიდასთან მხარეები და ხელფასების საკითხზე შეთანხმება მოხდეს.

"ყველა საკითხი, გარდა ხელფასის მატებისა, არის ჩვენი უშუალო ვალდებულება. ჩვენ უკვე გავაკეთეთ შეფასება და კონკრეტულ ნაბიჯებს ვდგამთ იმისთვის, რომ ეს საკითხები მოუგვარდეთ. რაც შეეხება ხელფასების მატებას, რაღაცნაირად უნდა შეიქმნას იმის საშუალება, რომ საქმიან რეჟიმში, მოლაპარაკების რეჟიმში დასხდნენ ეს ადამიანები ამ მაღაროების მენეჯმენტთან და შეძლონ ოპტიმალური გადაწყვეტილების მიღება,“-აცხადებს ჯანდაცვის მინისტრი.

დღის ამბები