გორში სტიქიის შედეგად დაზარალებულ მოსახლეობას, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ხვდება.
მოსახლეობასა და ლევან დავითაშვილს შორის შეხვედრა ამ წუთებში გორის კულტურის ცენტრში მიმდინარეობს.
მოსახლეობა დღეს დილიდან აქციას მართავს და სტიქიის შემდეგაც მიყენებული ზარალის ანაზღაურებას ითხოვს. ადგილობრივები ამბობენ, რომ დიდი ზარალი მიადგათ სტიქიის შემდეგ, თუმცა ხელისუფლება მათი მდგომარეობით არ დაინტერესებულა.
მოსახლეობამ ავტომაგისტრალზე მას შემდეგ გადმოინაცვლა და გზის გადაკეტვა რამდენჯერმე სცადა, რაც ადგილობრივ მერიასთან აქცია გამართეს და დამაკმაყოფილებელი პასუხები ვერ მიიღეს.
ავტომაგისტრალზე ასევე მობილიზებული იყვნენ დიდი რაოდენობის სამართალდამცავები, მათ შორის, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტიდანაც.
ადგილობრივები ამბობენ, რომ თუ მათ მოთხოვნებს ხელისუფლება არ დააკმაყოფილებს, თბილისისკენ გამოემართებიან და აქციას დედაქალაქში გამართავენ.