19 ნოემბერი 2024,   05:20
ვრცლად
დეზინფორმაციის გამოაშკარავება და მასთან გამკლავება - რამდენიმეთვიანი მონიტორინგის შუალედური შედეგები გასაჯაროვდა

დეზინფორმაციის გამოაშკარავება და მასთან გამკლავება - საქართველოში "ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის," "მაკკეინის ინსტიტუტისა" და არიზონას უნივერსიტეტის ერთობლივი პროექტი საქართველოში სოციალურ მედიაში რუსული დეზინფორმაციის ტენდენციებს გამოავლენს.

რამდენიმეთვიანი მონიტორინგის შუალედურ შედეგებს პროექტის ავტორები საზოგადოებას აცნობენ.

ამერიკის მაკკეინის საერთაშორისო ლიდერობის ინსტიტუტის უფროსი მკვლევარი დევიდ კრამერი ამბობს, რომ პროექტის მიზანი დეზიფორმაციის გამოვლენაა, მითუმეტეს მაშინ, როდესაც მომავალ წელს ქვეყანას საპარლამენტო არჩევნები ელის.

„მომავალ წელს არჩევნებია, რუსეთს სხვა ქვეყნის შიდა საქმეში ჩასარევად არჩევნები არ სჭირდება, თუმცა, არჩევნები არის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი ეტაპი დეზინფორმაციის თვალსაზრისით. რუსეთი ამას აკეთებს ჩემს ქვეყანაშიც, შეერთებულ შტატებში. დეზინფორმაციის გამოყენება ხდება, რომ ძირი გამოუთხარო მხარდაჭერას ევროკავშირის და ნატოს მიმართ, ასევე რადიკალური ნაციონალიზმის გასაძლიერებლად,“ - განაცხადა დევიდ კრამერმა.

მაკკეინის ინსტიტუტის გლობალური განვითარების დირექტორი, ფრონ ნაზი კი ამბობს, რომ აღნიშნული პროექტით სამი ძირითადი რამ გამოიკვეთება დეზინფორმაციასთან დაკავშირებით.

„პროექტით რამდენიმე რამის გამოვლენა გვსურს. პირველი, როგორია დეზინფორმაციის კამპანია. მეორე, ვინ შეიძლება იდგეს მის უკან და ხდება თუ არა მათი შესწორება. დღეს წარმოვადგინეთ მონაცემები 2017 წლიდან 2018 წლამდე. ჩვენი მიზანია დავაკვირდეთ დეზინფორმაციის კამპანიას რეალურ დროში,“ - აცხადებს ფრონ ნაზი.

დღის ამბები