19 ნოემბერი 2024,   05:31
ვრცლად
" სამართლიანობისთვის" - ეკა ბესელია პოლიტიკურ პარტიას ქმნის და "ქართული ოცნების" ჩანაცვლებას აანონსებს

ეკა ბესელია პოლიტიკურ პარტიას ქმნის და "ქართული ოცნების" ჩანაცვლებას აანონსებს. " სამართლიანობისთვის" ასე ერქმევა პარტიას, რომლის ლოგოზე მუშაობაც ჯერ არ დასრულებულა. უკვე ცნობილია, რომ ეკა ბესელიამ, დომინანტი პოლიტიკური პარტიებს წითელ და ლურჯ ფერებზე უარი თქვა და პარტიული ატრიბუტიკისთვის მწვანე და ოქროსფერი შეარჩია.

პარტიის ახალი წევრების პრეზენტაციას ეკა ბესელია მოგვიანებით, 20 ივნისის ყრილობაზე გეგმავს, თუმცა ამ ეტაპზე " სამართლიანობისთვის " მასთან ერთად მისი უცვლელი პარტნიორები გედევან ფოფხაძე და ზვიად კვაჭანტირაძე იბრძოლებენ.

ბესელია ამბობს, რომ მას ხელისუფლების ალტერნატივის შექმნის ამბიცია აქვს და 2020 წლის არჩევნებში გამარჯვებისთვის ემზადება.

ვინ დააფინანსებს პარტიას და ხომ არ იქნება ახალი პოლიტიკური ძალა ბიძინა ივანიშვილის სატელიტი, რომელსაც „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე 2020 წლისთვის გამოიყენებს, ბესელია ამ მოსაზრებას თეორიას და ლეგენდებს უწოდებს და ამბობს, რომ მის წინააღმდეგ აკრძალული მეთოდებით ბრძოლა სწორედ ივანიშვილის დაკვეთა იყო.

ახალი პოლიტიკური ძალის ფორმირებას სკეპტიკურად უყურებენ "ოცნების" წევრები და ოპოზიციის ნაწილი. ხელისუფლების ოპონენტები ამბობენ, რომ მნიშვნელოვანი არა ახალი პოლიტიკური სუბიექტის ჩამოყალიბება, არამედ მმართველ პარტიაში გაჩენილი რღვევის გაგრძელებაა. 

საპარლამენტო ტრიოს გარდა, ეკა ბესელია პარტიის სხვა პოტენციური წევრების სახელებსა და გვარებს ჯერჯერობით ასაიდუმლოებს. 

ამავე თემაზე
დღის ამბები