ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის დელეგაციის წევრები საოკუპაციო ხაზის მიმდებარე სოფლებში არსებულ ვითარებას გაეცნენ. ისინი ხურვალეთში ჩავიდნენ და ადგილობრივებს ესაუბრნენ.
დელეგაციის წევრები იმყოფებოდნენ წეროვანშიც, სადაც ლტოლვილთა პრობლემების შესახებ მიიღეს ინფორმაცია.
„კონგრესის თანამშრომლები ეცნობიან არსებულ ვითარებას. ასევე მათთვის საინტერესოა კონფლიქტის ისტორია, თუ როგორ დაიწყო, რამ მიგვიყვანა ამ მდგომარეობამდე. დღეს ჩვენ ასევე მოვინახულეთ წეროვანში დევნილთა დასახლება, გავესაუბრეთ ახალგორის გამგებელს და მისგან მოვისმინეთ ის პრობლემები, რომლებიც გააჩნიათ ჩვენს დევნილებს,“-განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტის უფროსმა ნიკოლოზ სამხარაძემ.