მმართველი გუნდმა მთაწმინდის არჩევნების მეორე ტურზე მთავარი კონკურენტის წინააღმდეგ დისკრედიტაციის ახალი ტალღა დაიწყო. დღეს ქართულმა ოცნებამ საპარლამენტო ტრიბუნიდან შალვა შავგულიძის მწვავე კრიტიკას დაუთმო. მმართველი გუნდის დეპუტატებმა მთაწმინდის მაჟორიტარი დეპუტატების კანდიდატს პოლიტიკური მორალი დაუწუნეს.
ყოფილ თანაგუნდელზე უმრავლესობის შტურმს ოპონენტების ხისტი პასუხი მოჰყვა. სხდომათა დარბაზში დაწყებული დებატები მალევე ჩხუბში გადაიზარდა. დარბაზში ვითარების განმუხტვა მხოლოდ მანდატურების ჩარევის შემდეგ მოხერხდა, თუმცა, შეურაცხმყოფელი ეპითეტების გარეშე განცხადებების დღე არ დასრულებულა. დაპირისპირებული პარტიები ერთმანეთს დღეს წარსულს ტრადიციულად ახსენებდნენ.
შეურაცხყოფა ოპოზიციისთვის დღეს არც მმართველ ძალას დაუკლია. ოპოზიციისთვის კი ბოლომდე გამოცანად დარჩა, რატომ გადაწყვიტა საპარლამენტო ცხოვრების ერთ ჩვეულებრივ დღეს ხელისუფლებამ თავდასხმა შავგულიძეზე.