19 ნოემბერი 2024,   05:36
ვრცლად
"ხალხი დადებითად აფასებს სააკაშვილის მოღვაწეობას, ამიტომ ვფიქრობ, რომ სარგებელს მოგვიტანს" - უკრაინის პირველი პრეზიდენტი

„ზელენსკისთვის, პირველ რიგში, ეს სამართლიანობისა და ღირსების მომენტია,“ - ასე შეაფასა უკრაინის პირველმა პრეზიდენტმა ვლადიმერ ზელენსკის გადაწვეტილება, რომლითაც მიხეილ სააკაშვილს უკრაინის მოქალაქეობა აღუდგა.

ლეონიდ კრავჩუკი მიიჩნევს, რომ პეტრო პოროშენკოს მიერ ოდესის ყოფილი გუბერნატორისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევა უკრაინის ეროვნული ინტერესი არ ყოფილა, ის მხოლოდ პოროშენკოს პირადი ინტერესი იყო.

კრავჩუკის შეფასებით, მიხეილ სააკაშვილს რეფორმების გატარების დიდი გამოცდილება აქვს.

მისი განცხადებით, მის მოღვაწეობას მოსახლეობა დადებითად აფასებს, ამიტომ ის უკრაინისთვის სარგებლის მომტანი იქნება. 

„გვახსოვს, როგორ მიანიჭა მოქალაქეობა სააკაშვილს პეტრო პოროშენკომ და შემდეგ როგორ გაუუქმა. არც მინიჭება და არც ჩამორთმევა უკრაინის ეროვნული ინტერესი არ ყოფილა. ეს მხოლოდ პოროშენკოს პირადი ინტერესი იყო. ახლა ისმის კითხვა, სჭირდება პრეზიდენტ ზელენსკის სააკაშვილი? მას რეფორმების გატარების დიდი გამოცდილება აქვს. თანაც იმ პერიოდში, როდესაც საქართველოს ყველაზე მეტად უჭირდა. შეფასებები სხვადასხვანაირია, მაგრამ საბოლოოდ ხალხი მაინც დადებითად აფასებს სააკაშვილის მოღვაწეობას. ამიტომ ვფიქრობ, რომ სარგებელს მოგვიტანს,“ - განაცხადა უკრაინის პირველმა პრეზიდენტმა, ლეონიდ კრავჩუკმა.

 

ამავე თემაზე
დღის ამბები