19 ნოემბერი 2024,   05:32
ვრცლად
"ისტორია საბოლოოდ გამოიტანს სამართლიან განაჩენს" - გრიგოლ ვაშაძე სააკაშვილისთვის უკრაინის მოქალაქეობის აღდგენაზე

„ის, რაც დღეს მოხდა უკრაინაში, ამტკიცებს მარტივ ჭეშმარიტებას - ისტორია საბოლოოდ გამოიტანს სამართლიან განაჩენს, ფულს ყოველთვის დაამარცხებს იდეოლოგია და ღირებულებები,“ - ასე გამოეხმაურა ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე, გრიგოლ ვაშაძე, მიხეილ სააკაშვილისთვის უკრაინის მოქალაქეობის აღდგენის საკითხს. მან გადაწყვეტილებას "სამართლიანი" უწოდა. 

გრიგოლ ვაშაძის თქმით, ისტორია ყველას სწორ განაჩენს გამოუტანს, რისი მაგალითიც სააკაშვილისთვის უკრაინის მოქალაქეობის აღდგენაა. 

დაკავშირებული სურათი„არ არსებობს პოლიტიკური სისტემა, რომელიც ოლიგარქატს მისცემს საშუალებას, დიდ ხანს იარსებობს სახელმწიფოში, თუ იმ სახელმწიფოს სურს, დემოკრატიულად იწოდებოდეს. ჩვენთვის ეს ძალიან დიდი სიხარული და გამარჯვებაა იმიტომ, რომ უპირველეს ყოვლისა, საქართველო და უკრაინა ერთნაირ ომში იმყოფებიან. მეორე იმიტომ, რომ მიხეილ სააკაშვილი გაცილებით უფრო ახლოს იქნება საქართველოსთან. ადამიანს, რომელმაც დაუტოვა საქართველოს, დროშა, ჰიმნი ბიუჯეტი, სამართალდამცავი სააგენტოები, ინსტიტუტები, ჩამოართვეს მოქალაქეობა. მაშინ საქართველოს პრეზიდენტ მარგველაშვილს პრინციპულობა რომ გამოეჩინა, ყველა დავუდგებოდით მისთვის მძიმე დღეს გვერდში, მაგრამ ისტორია, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ყველას გამოუტანს სწორ განაჩენს და ნურავის ნუ ჰგონია, რომ ისტორია და ერი არ მოსთხოვს მას პასუხს უკანონო ნაბიჯებზე," - განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ. 

ვაშაძის თქმით, ძალიან ცოტა დრო რჩება იქამდე, სანამ სააკაშვილს საქართველოს მოქალაქეობა დაუბრუნდება და ოპოზიციასთან ერთად გააგრძელებს იმ ბრძოლას, რომელიც 2003 წელს დაიწყო. 

"მიხეილ სააკაშვილი უკრაინის მოქალაქეა. ძალიან ცოტა დრო დარჩა გაერთიანებული ოპოზიციის და ერთიანი ნაციონალური მოძრაობის გამარჯვებამდე საქართველოში და იმ მომენტამდე, როდესაც მიხეილ სააკაშვილს დაუბრუნდება საქართველოს მოქალაქეობა იმისთვის, რომ მასთან ერთად გავაგრძელოთ ის გზა, რაც დაიწყო 2003 წელს - განვითარების, დემოკრატიის, ურთიერთპატივისცემის, კონსტიტუციის, კანონმდებლობის და ჩვენი ქვეყნიდან, ჩვენი ერიდან, ჩვენი საზოგადოებიდან ერთხელ და სამუდამოდ შურისძიების, ღვარძლის და განხეთქილების განდევნის,“ - განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.

 

დღის ამბები