"მიხარია, რომ სამართლიანობა აღდგა და მიხეილ სააკაშვილი კვლავ უკრაინის მოქალაქეა. გილოცავთ!" - ასე გამოეხმაურა იულია ტიმოშენკო ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორისთვის უკრაინის მოქალაქეობის აღდგენას.
ტიმოშენკო Facebook-ის საკუთარ გვერდზე წერს, რომ პეტრო პოროშენკოს მიერ სააკაშვილისთვის უკრაინის მოქალაქეობის ჩამორთმევა მისი პირადი შურისძიება იყო.
უკრაინელმა პოლიტიკოსმა ზელენსკის გადაწყვეტილებას "სამართლიანობის აღდგენა" უწოდა.
„გეუბნებოდით მაშინაც და გეტყვით ახლაც, მიხეილ სააკაშვილისთვის უკრაინის მოქალაქეობის ჩამორთმევა იყო პოლიტიკური შურისძიება პეტრო პოროშენკოს მხრიდან, სამართლიანი თავხედობა და სამარცხვინო უსამართლობა. მე და თქვენ ვიცით, რომ სამართლიანობა არსებობს და ღირს მისთვის ბრძოლა,“ - წერს ტიმოშენკო.