„უკრაინაში ჩასვლა ნიშნავს საქართველოსთან ახლოს ყოფნას“ - ასე პასუხობს მიხეილ სააკაშვილი დასმულ შეკითხვას, თუ რა გეგმები აქვს მას საქართველოსთან მიმართებაში.
მისი თქმით, ის ეკუთვნის საქართველოს. მიხეილ სააკაშვილმა სამომავლო გეგმებზე არ ისაუბრა, თუმცა თქვა, რომ "საქართველოს სჭირდება გადარჩენა".
„რა თქმა უნდა, ჩემი გული ეკუთვნის საქართველოს. მე, რა თქმა უნდა, უკრაინას და საქართველოს არ ვყოფ ერთმანეთისგან იმიტომ, რომ უამრავი უკრაინელი დაეცა საქართველოს გადასარჩენად. საქართველოს პატრიოტები დაიღუპნენ უკრაინისთვის. რა თქმა უნდა, მე ვრჩები ქართული სახელმწიფოს დამფუძნებლად, რომელსაც ივანიშვილი არ უშვებს იმ სახელმწიფოში, რომელიც მან დააფუძნა, თავის გუნდთან ერთად. ეს არის ის დიდი ისტორიული უსამართლობა, ჩვენ დავკარგეთ ბევრი წელი, ჩვენ არ გვაქვს დასაკარგი დრო, ჩვენ გვყავს გადასარჩენი საქართველო, საქართველო იცლება ადამიანებისგან და სისხლისგან. საქართველო აუცილებლად დადგება ფეხზე! ეს საზოგადოება აუცილებლად დაიბრუნებს თავის ქვეყანას და მეც ამაში დაგეხმარებით,“ - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.