19 ნოემბერი 2024,   05:24
ვრცლად
დავით გარეჯში სამშვიდობო აქციის ჩატარებას და მმართველი გუნდის მხრიდან გამოთქმულ კრიტიკას სამოქალაქო აქტივისტი პასუხობს

დავით გარეჯში სამშვიდობო აქციის ჩატარებასთან დაკავშირებით არქეოლოგი, აქტივისტი, გაგი მახარაძე არჩევანის ეთერში საუბრობს.

გაგი მახარაძე მმართველი გუნდის წევრების განცხადებებს ეხმაურება, რომლებიც ამბობენ, რომ აქტივისტების შეკრებას და მათ პროვოცირებას ოპოზიციის განცხადებები ახდენს.

მახარაძე განმარტავს, რომ დღევანდელი აქცია ორგანიზებული იყო გარეჯის ძმობის მიერ და ანტისაოკუპაციო მოძრაობა მხოლოდ შეუერთდა.

„თუ აწარმოებენ მოლაპარაკებას სადაო ტერიტორიაზე, ქედი, დღევანდელი მოცემულობით და ხელისუფლების დღევანდელი თვალსაზრისით, არის სადაო ტერიტორია. ჩვენ ვთვლით, რომ ეს არ არის სადაო ტერიტორია, ჩვენ ვთვლით, რომ საზღვარი საბაზო რუკაზე, როცა მოხდა ამიერკავკასიის რესპუბლიკების ადმინისტრაციული საზღვრის დადგენა, გადიოდა ქედის ძირში... როდესაც მიდის მოლაპარაკება, ე.ი. ჩემი იქ ყოფნა, ჩემი მეგობრების იქ ყოფნა, დავით ქაცარავას იქ ყოფნა და როგორც ჩვენზე ირონიულად ლაპარაკობენ, ბინოკლიდან ყურება, თურმე, აღიზიანებს აზერბაიჯანულ მხარეს და იქითა მხრიდან რომ უზარმაზარი ტრაქტორები სადაო ტერიტორიაზე ორი ავტობუსის გამავალ გზას ჭრიან, ეს ჩვენ არ უნდა გვაღიზიანებს?“ - განაცხადა მახარაძემ. 

 

დღის ამბები