19 ნოემბერი 2024,   05:29
ვრცლად
"ეს ყველაფერი გაათამაშეს და გააპამპულავეს ქართველი საზოგადოება" - გიორგი ანდრიაძე გარეჯის მოვლენებს "თეატრალიზირებულს" უწოდებს

"ეს საკითხი არის თეატრალიზირებული" - ამის შესახებ განცხადება კათოლიკოს-პატრიარქის ფონდის მმართველი საბჭოს წევრმა, გიორგი ანდრიაძემ, გადაცემა არჩევანში საუბრისას გააკეთა.

მისი თქმით, ის, რაც დავით გარეჯში ხდება, არის პოლიტიკური თამაში, როგორც წინა ხელისუფლების, ასევე მოქმედი მთავრობის.

„საკითხი არის ჩემთვის ცალსახად თეატრალიზებული და სამწუხაროდ, ეს წავა უკვე მინავლებისაკენ. ეს ყველაფერი გაათამაშეს და გააპამპულავეს ისევ ქართველი საზოგადოება. სალომე ზურაბიშვილი ციდან არ ჩამოვარდნილა, სააკაშვილმა ჩამოიყვანა და აქცია პოლიტიკურ ფიგურად და ახლა ეს ძალები რომ კოჰაბიტაციაში არიან, კარგად ვიცით. ეს არის დიდი პოლიტიკური თამაში,“ - განაცხადა გიორგი ანდრიაძემ და აღნიშნა, რომ მისთვის გაუგებარია, რატომ.

ის არ გამორიცხავს, რომ შესაძლოა, მესამე ძალაც არსებობდეს, ვის დავალებასაც წინა და მოქმედი ხელისუფლება ასრულებს.

მისივე თქმით, საკითხში საპატრიარქო ჩართული არ არის, რაც არასწორია.

მის განცხადებებს არჩევანის სტუდიაში კამათი მოჰყვა. აკაკი ბობოხიძემ გიორგი ანდრიაძეს უთხრა, რომ მან კოჰაბიტაციის განმარტება არ იცის. 

გიორგი ანდრიაძემ კი საპასუხოდ გარეჯის პრობლემის შექმნაში ენმ დაადანაშაულა და აღნიშნა, რომ საკითხი სწორედ წინა ხელისუფლების დროს გამწვავდა. 

 

ამავე თემაზე
დღის ამბები