19 ნოემბერი 2024,   06:42
ვრცლად
სააკაშვილი კიევში ბრუნდება - საქართველოს ექსპრეზიდენტის თვითმფრინავი ბორისპოლის აეროპორტში საღამოს დაეშვება

საქართველოს მესამე პრეზიდენტს დღეს კიევში ელოდებიან. მიხეილ სააკაშვილი ბორისპოლის აეროპორტში ადგილობრივი დროით საღამოს 05:00 საათზე, ვარშავიდან ჩაფრინდება. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ავრცელებს. ვლადიმირ ზელენსკის გუნდში ამბობენ, რომ ოდესის ოლქის ყოფილ გუბერნატორისთვის უკრაინის უკრაინის მოქალაქეობის აღდგენით სამართლიანობა აღსრულდა.

მიხეილ სააკაშვილს უკრაინის მოქალაქეობა ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტის, პეტრო პოროშენკოს 2017 წლის 26 ივლისის განკარგულებით ჩამოერთვა. ვლადიმირ ზელენსკიმ თავისი წინამორბედის ეს განკარგულება გუშინ გააუქმა.

"ახლა ერთი რამ არის მნიშვნელოვანი - მიხეილ სააკაშვილისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევით დაირღვა კანონი. მის მიმართ მაშინ განხორციელებული ქმედებები ნამდვილად არ იყო კარგი მაგალითი იმისა, თუ როგორ უნდა მოექცეს უკრაინა საკუთარ მოქალაქეებს. ამიტომ, რომ აქ სამართლიანობა აღდგა. არ აქვს მნიშვნელობა, რა გეგმები აქვს ვლადიმირ ზელენსკის. საკუთარი განკარგულებით, მან აღადგინა სამართლიანობა და კანონის უზენაესობა ამ კონკრეტულ საკითხში," - აცხადებს უკრაინის ეროვნული უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანი, ალექსანდე დანილიუკი.

დღის ამბები