ოპოზიცია ხელისუფლების მხრიდან ლარის ვარდნისა და ფასების ზრდის შესაჩერებლად, სასწრაფო ქმედებას ითხოვს და მას კონკრეტულ რეკომენდაციებს სთავაზობს. არსებულ რთულ ვითარებას აღიარებს მმართველი გუნდიც, თუმცა პრობლემის სათავეს მაინც ქვეყნის გარეთ მიმდინარე პროცესებში ხედავს.
ლარი არსებობის 24-წლიან ისტორიაში ყველაზე დაბალ ნიშნულზე დაფიქსირდა. ეროვნული ბანკის მონაცემებით, 1 დოლარის ღირებულება თითქმის 2 ლარი და 79 თეთრია. ევროს ფასმა კი 3 ლარსა და 12 თეთრს მიაღწია.
"გამოსავალი არის ორად-ორი - პირველი, რომ რადიკალურად უნდა შეცვალოს მთავრობამ თავის ეკონომიკური პოლიტიკა და მოაცდინოს ბიუჯეტის კორექტირება, ბიუჯეტი იფლანგება და იპარება ბიუჯეტიდან ფული და მეორე, ეროვნულმა ბანკმა სასწრაფოდ უნდა შეცვალოს ფულადსაკრედიტო პოლიტიკა და შეეშვას სირაქლემის პოზაში ყოფნას, აუცილებლად დაიწყება ფასების ზრდა,"-აცხადებს რომან გოცირიძე.
"ევროპული საქართველოს" წევრი, ზურაბ ჭიაბერაშვილი გამოსავალს სწრაფ ეკონომიკურ ზრდაში ხედავს და აცხადებს, რომ ხელისუფლებას მწყობრი სახელმწიფო პოლიტიკა არ აქვს.
"ლარის ასეთი რყევა არ არის ერთი და ორი დღიანი მოვლენა, ამას აქვს უკვე ისეთი პერმანენტული ხასიათი, რომ აუცილებელია ძალიან მწყობრი სახელმწიფო პოლიტიკა, რაც სამწუხაროდ "ქართულ ოცნებას" არ აქვს და ლარის სისუსტე ამით არის განპირობებული, მაგრამ ლარს უშველის მხოლოდ მაღალი ეკონომიკური ზრდა,"-აცხადებს ზურაბ ჭიაბერაშვილი.
"ის რომ გაცილებით უფრო მძიმე მდგომარეობა სეიქმნა ჩვენი მთავარი პარტნიორი ქვეყნების ეკომონიკაში რაც რასაკვირველია დარტყმას აკეთებს ლარის კურსზეც, აიამ კუთხით შეაფასონ რეალობა და დაინახონ და არა პოლიტიკური დივიდენდების მირების რესურსი, აი ამასთან დაკავშირებით მე ვერ ავიღებ პასუხისმგებლობას ჩვენი ოპონენტების პოზიციაზე,"-აცხადებს გია ვოლსკი.