სავალუტო ჯიხურებსა და კომერციულ ბანკებში პანიკაა. ეროვნული ვალუტა არსებობის 24-წლიან ისტორიაში, ყველაზე დაბალ ნიშნულს აღწევს და ანტირეკორდს ხსნის.
ყველაზე დაბალი კურსი, ლარის არსებობის მანძილზე აქამდე 2 ლარი 82 თეთრი იყო, დღეს კი კომერციულ ბანკებში ერთი დოლარი უკვე 2 ლარი და 83 თეთრი ღირს.
ექსპერტები უახლოეს მომავალში, ეროვნულ ვალუტას გამყარებას არ უწინასწარმეტყველებენ და ვითარების კიდევ უფრო გაუარესებას პროგნოზირებენ.
ექსპერტები საგარეო ფაქტორზე და თურქული ლირის გაუფასურებაზეც საუბრობენ. ასევე ამბობენ, რომ ლარის გაუფასურება ქვეყნის ეკონომიკური გუნდის არასწორმა პოლიტიკამ, ასევე ეროვნული ბანკისა და მთავრობის არასინქრონიზებულმა მუშაობამ გამოიწვია.
ექსპერტები ვარაუდობენ, რომ ეროვნული ვალუტა კიდევ უფრო გაუფასურდება და ის 2.85-იან ნიშნულზე ავა.
„მთავრობა და ეროვნული ბანკი მუშაობს ასინქრონიზებულად ,მათ შორის შეთანხმება არ არის. ჩვენ ველოდებით ლარის 2.85 ნიშნულზე დასტაბილურებას,“-ამბობს ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორი, საერთაშორისო კვლევებისა და პროგნოზირების ცენტრის ვიცე-პრეზიდენტი ნიკა შენგელია.