19 ნოემბერი 2024,   06:41
ვრცლად
ზელენსკიმ პუტინის გზავნილი შეასრულა და მეორე დღეს სააკაშვილს მოქალაქეობა აღუდგინა - ნუკრი ქანთარია

მმართველი გუნდის წევრები უკრაინის პრეზიდენტის მიერ მიხეილ სააკაშვილისთვის მოქალაქეობის აღდგენას ეხმაურებიან. "ქართული ცონების" წევრები ამბობენ, რომ ვლადიმერ ზელენსკი მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ წარდგენილი ბრალდებების შესახებ საქმის კურსში არ არის და უკრაინის ახალმა პრეზიდენტმა, სავარაუდოდ, მცდარი გადაწყვეტილება მიიღო.

„უკრაინის პრეზიდენტის გადაწყვეტილებაა, მაგრამ მე მინდა დავაფიქსირო, რომ მიხეილ სააკაშვილი არის მისჯილი საქართველოს სასამართლოს მხრიდან კონკრეტული დანაშაულებების გამო დას აქვს საკმაოდ სოლიდური წლები მისჯილი. დეჟავიუ მაქვს, ველოდები ახლა რომ თანამდებობაზე დაინიშნოს, შემდეგ კიდევ საზღვრის გადაკვეთა მოხდეს ისევ ისე, სახურავზე ავიდეს და ა.შ. როცა უნდა არის უკრაინელი, როცა უნდა არის ქართველი და როცა უნდა არის მაპუტოელი და ვერ გავიგე ვინ არის,“-ამბობს ზვიად ძიძიგური.

ნუკრი ქანთარია კი ამბობს, რომ ვლადიმერ ზელენსკის პოლიტიკური გამოცდილება არ აქვს, შესაბამისად ის ძალიან მალე დაინახავს „ამრევად“ ჩაიყვანა სააკაშვილი უკრაინაში, თუ მართლაც წაადგება ის რამეში. 

„პუტინმა გაუგზავნა გზავნილი და სთხოვა, რომ თუ სააკაშვილს მისცემთ მოქალაქეობას კარგი იქნებაო და ლოგიკურად გამოვიდა, რომ მან მეორე დღესვე სწორედ მიიღო ეს გადაწყევტილება,“-აცხადებს ნუკრი ქანთარია.

დღის ამბები