19 ნოემბერი 2024,   06:38
ვრცლად
„ჩვენ ვიზიარებთ ჩვენი ამომრჩევლის ნებას“ -ლევან იოსელიანი არჩევნების მეორე ტურში მხარს არც ერთ კანდიდატს არ უჭერს

მთაწმინდის მაჟორიტარობის ყოფილი კანდიდატი ლევან იოსელიანი არჩევნების მეორე ტურში არც ერთი კანდიდატის მხარდაჭერას არ აპირებს. აღნიშნული გადაწყვეტილება მან ამომრჩევლებთან ათ დღიანი შეხვედრების შემდეგ მიიღო.

ლევან იოსელიანის განმარტებით, მისთვის სახელისუფლებო კანდიდატის მხარდაჭერა დღის წესრიგში არასოდეს იდგა. რაც შეეხება შალვა შავგულიძეს, მისდამი პატივისცემის მიუხედავად, მხარს არც მას უჭერს. იოსელიანის განცხადებით, მისთვის და მისი ამომრჩევლებისთვის პოლიტიკურ ბრძოლაში „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ერთად ჩაბმა მიუღებელია.

„ მინდა ვთქვა, რომ ვადასტურებ ჩემს პიროვნულ პატივისცემას ბატონ შავგულიძის მიმართ, მაგრამ ჩვენი ამომრჩევლისთვის მიუღებელი არის და შესაბამისად ჩვენთვისაც მხარი დავუჭიროთ მას მეორე ტურის არჩევნების წინ მარტო ერთი მიზეზით, რომ მან თავისი პოლიტიკური მომავალ დაუკავშირა იმ გუნდს, რომლის მხარდაჭერაც ჩვენი ამომრჩევლისთვის მიუღებელია. შესაბამისად, ჩვენ ვიზიარებთ ჩვენი ამომრჩევლის ნებას. ლადო კახაძისთვის რაიმე ფორმით მხარდაჭერა არასოდეს არ ყოფილა ჩვენს დღის წესრიგში,“- განაცხადა იოსელიანმა.

დღის ამბები