19 ნოემბერი 2024,   06:28
ვრცლად
„ყველაფრით ხელს უწყობენ ეკონომიკური ზრდის შენელებას,“ - გიგა ბოკერია ლარის გაუფასურების შესახებ საუბრობს  

„ყველაფრით ხელს უწყობენ ეკონომიკური ზრდის შენელებას“ - ეს განცხადება პარლამენტის ფრაქცია ”ევროპული საქართველოს” წევრმა, გიგა ბოკერიამ ეროვნული ვალუტის გაუფასურებასთან დაკავშირებით გააკეთა.

გიგა ბოკერია ამბობს, რომ ხელისუფლება ცდილობს, ლარის დევალვაციის გამომწვევი მიზეზი სხვებს გადააბრალოს. ოპოზიციის წევრებს, ეროვნული ვალუტის გაუფასურება საგანგაშოდ მიაჩნიათ. გიგა ბოკერია ამბობს, რომ დღავანდელი ხელისუფლება მმართველობას მშვიდობიანი გზით უნდა ჩამოშორდეს. 

„ისინი თვლიან, რომ ჩვენ ფულს უკეთ განკარგავენ, ვიდრე ჩვენ, მოქალაქეები. ამიტომ ზრდიან საგადასახდო ტვირთს, ამიტომ შეაქვთ ეს მავნებლური რეგულაციები. ეს ვითომ საპენსიო რეფორმა. ყველაფრით ხელს უწყობენ ეკონომიკური ზრდის შენელებას და პირდაპირი შედეგი, ამ ყველაფრის, არის ჩვენი ეკონომიკის უკუსვლა, ზრდის მინიმალური ტემპები, რომლითაც ჩვენ ვერ ამოვალთ სიღარიბიდან და მათ შორის, ლარის კურსიც. ამაზე აქვთ, აბსოლუტურად ბრიყვული და უტიფარი პასუხები მთელ რეჟიმს. ხან ოპოზიცის ბრალია, ხან მედიის, ხან facebook პოსტები, ყველაფერს აბრალებენ, გარდა იმისა დაკავდნენ საქმით. ამიტომ, მე იმედი არ მაქვს ამ ყველაფრის. ამიტომ არის ჩვენი საზოგადოების აბსოლუტური იმპერატივი, რომ ეს ხალხი უნდა ჩამოვაცილოთ ხელისუფლებას მშვიდობიანი არჩევნების გზით,“ - განაცხადა გიგა ბოკერიამ.

პარლამენტის წევრმა, ისნის მაჟორიტარმა დეპუტატმა, დავით ჭიჭინაძემ, ეროვნული ვალუტის გაუფასურებასთან დაკავშირებით, ვრცელი კომენტარი არ გააკეთა.

ამავე თემაზე
დღის ამბები