საქართველოს მესამე პრეზიდენტი და ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი კიევშია. ის ბორისპოლის აეროპორტში იმყოფება.
სააკაშვილი უკრაინაში დაბრუნების მიზეზებზე საუბრობს და ამბობს, რომ ის ქვეყანაში დაბრუნდა იმისთვის, რომ მონაწილეობა მიიღოს უკრაინის აღმშენებლობაში.
მიხეილ სააკაშვილმა უკრაინის ახალარჩეულ პრეზიდენტს ვლადიმირ ზელენსკის მოქალაქეობის დაბრუნებისთვის მადლობა გადაუხადა.
„მე მინდა ყველას მივესალმო. რთულია გადმოვცე ემოცია, მავსებს ემოციები ამ ადამიანების დანახვის შემდეგ. მე იმ აეროპორტში დავბრუნდი, საიდანაც გამიშვეს.
მე არ ჩამოვსულვარ აქ რომ ვინმეს სამაგიერო გადავუხადო. მე აქ ჩამოვედი იმისთვის, რომ ვაკეთო საქმე, მე ოდესაში შევძელი რაღაცეების გაკეთება, მაგრამ მე არ მომცეს ბოლომდე ჩემი გეგმების განხორციელების საშუალება. მე მინდა მონაწილეობა მივიღო ახალი უკრაინის მშენებლობაში, იმ რამდენიმე მილიონ უკრაინელთან ერთად რომლებიც იმყოფებიან აქ. ჩვენ არ გვაქვს დრო ვიცადოთ 50 წელი, როდესაც უკრაინა შეძლებს წინ წავიდეს. მინდა მადლობა გადავუხადო ჟურნალისტ გორდონს, რომელიც იყო ერთ-ერთი ინიციატორი მიემართა პრეზიდენტისათვის დაებრუნებინათ ჩემთვის მოქალაქეობა.
ის დამხვდა მე ბორისპოლის საერთაშორისო აეროპორტში, როდესაც ჩამოვედი. ბოლო დღეების განმავლობაში ძალიან ბევრი ადამიანი მიჭერდა მხარს, მათ შორის უკრაინის რადას წევრები,რომლებიც ელოდნენ ჩემს დაბრუნებას.
"მე მინდა ვთქვა შემდეგი, მე ვარ ბედნიერი, დარწმუნებული ვარ, რომ უკრაინას ყველაფერი გამოუვა, დღეს ჩემში ჭარბობს ემოციები, აუცილებლად გავცემ თქვენს ყველა კითხვას პასუხს. მადლობას გეტყვით თავდაპირველად ყველას, ვინც ახლა მოხვედით აეროპორტში. რიგით მოქალაქეებს, ჟურნალისტებს, პოლიტიკოსებს, რომლებიც არიან ახლა აქ. მე ვფიქრობ,რომ დღეს არის დღეები, როდესაც წყდება უკრაინის აღმშენებლობის საკითხი. უკრაინას ეს ყველაზე უკეთ გამოუვა, მე ვარ უკრაინის მიწაზე. მადლობა პრეზიდენტ ზელენსკის. მან ამ ნაბიჯით აჩვენა,რომ ის არის მზად მიიღოს სწრაფი გადაწყვეტილებები,რომე ის არის დამოუკიდებელი მოთამაშე, რომ მას არავინ მართავს,რომ ხალხმა მისცა ხმა ოლიგარქიულ სისტემის დემონტაჟს და ხალხმა ზელენსკის მხარდაჭერით, ხმა მისცა უკრაინის მომავალს.
ზელენსკიმ ძალიან კარგად იცის, წინა ხელისუფლებიდან, რომ ძალიან ბევრ ადამიანს არ უნდოდა ჩემი ნახვა უკრაინის მიწაზე, როდესაც პოროშენკო იღებდა ამ გადაწყვეტილებას, ეს იყო მხდალი ადამიანის გადაწყვეტილება, როდესაც მე მართმევდა მოქალაქეობას.
დღეს დგას უკრაინისათვის ისტორიული შანსი ჰყავდეს ასეთი პრეზიდენტი. მე ვიქნები თქვენთან ერთად და მე დაგეხმარებით ყველაფერში თქვენ,“-განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.