19 ნოემბერი 2024,   06:28
ვრცლად
სააკაშვილის უკრაინაში დაბრუნება და ქაოსი "ოცნებაში" - მმართველი გუნდის ნაწილმა ზელენსკი პუტინთან გარიგებაში დაადანაშაულა

მიხეილ სააკაშვილის უკრაინაში დაბრუნებამ "ქართულ ოცნებაში" ქაოსი გამოიწვია. მმართველ გუნდს ნერვებმა იმდენად უმტყუნა, რომ ხელისუფლება ლამის დიპლომატიურ სკანდალშიც გაეხვა. "ქართული ოცნების" წევრმა ნუკრი ქანთარიამ დღეს უკრაინის პრეზიდენტი ოკუპანტ ვლადიმერ პუტინთან გარიგებაში დაადანაშაულა.

საპარლამენტო ოპოზიციაში ამბობენ, რომ „ქართული ოცნების“ შოკი არ უკვირთ. ენმ-ს წევრების თქმით, ზელენსკის გადაწყვეტილებამ დაადასტურა ის, რომ ყველა ოლიგარქი ერთ და იგივე უკანონო მეთოდით მოქმედებს სააკაშვილის წინააღმდეგ.

„ოცნების მხრიდან დაბნეულ განცხადებები არ არსი გასაკვირი, იმიტომ რომ მიხეილ სააკაშვილისთვის  უკრაინის მოქალაქეობის აღდგენამ დაადასტურა ის რასაც ჩვენ ვამბობდით ყოველთვის, რომ ოლიგარქები როგორც საქართველოში ისე უკრაინაში, ერთი და იგივე უკანონო მეთოდებით ებრძვიან ამ პოლიტიკოსს,“-განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

ნუკრი ქანთარიას და ქართული ოცნების სხვა წევრების რეაქცია პროგნოზირებადი აღმოჩნდა ნიკა მელიასთვის. ენმ-ს წევრი აცხადებს მას შემდეგ რაც „ოცნება“ დამარცხდება , მეორე დღესვე დაიწყება საქართველოს წინსვლა, რომლის სათავეშიც დგას მიხეილ სააკაშვილი.

უკრაინის ახალარჩეული პრეზიდენტის გადაწყვეტილებას მიესალმება „ევროპული საქართველო’ გიგა ბოკერია აცხადებს, რომ მეგობარმა ქვეყანამ სწორი გადაწყვეტილება მიიღო, რადგან აშკარა იყო, რომ მის წინააღმდეგ უსამართლობას ჰქონდა ადგილი.

მიხეილ სააკაშვილის უკრაინაში დაბრუნებას ეხმაურება დავით ჭიჭინაძეც. ის ამბობს, რომ „ოცნების’ ხელისუფლებამ ე.წ. პიჯაკების საქმეზე უსუსური ბრალდება წაუყენა სააკაშვილს. მისვე თქმით ამ ბრალდებით მისი ექსტრადირების მოთხოვნა არის იუმორის შემცველი. დავით ჭიჭინაძე აცხადებს იმასაც, რომ ივანიშვილის ხელისუფლებას არ აწყობას სააკაშვილის ექსტრადირება, რადგან ეს რომ ასე ყოფილიყო, ამას პოროშენკოს პრეზიდენტობის დროს მოითხოვდნენ. 

ამავე თემაზე
დღის ამბები