19 ნოემბერი 2024,   06:27
ვრცლად
მე არ ვარ დაინტერესებული რომელიმე თანამდებობის დაკავებით, არ მინდა კაბინეტში ჯდომა - სააკაშვილის ინტერვიუ უკრაინულ ტელეარხზე

ახალი რეალობა ქვეყანაში - ასე აფასებს უკრაინის საპრეზიდენტო არჩვენების შემდეგ შექმნილ ვითარებას მიხეილ სააკაშვილი. კიევში ჩასვლისთანავე, საქართველოს მესამე პრეზიდენტი რამდენიმე უკრაინული ტელეარხის სტუმარი იყო. საუბრის მთავარი თემა უკრაინის ახლადარჩეული პრეზიდენტის კურსი და ქვეყანაში პოლიტიკური ვითარება იყო. მედიასთან საუბრისას მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ არ არის დაინტერესებული უკრაინაში არც ერთი საჯარო სამსახურით და ამ ეტაპზე მონაწილეობას არც საპარლამენტო არჩევნებში გეგმავს. მან უკრაინის პრეზიდენტისა და მისი გუნდის მხარდაჭერის მზადყოფნა გამოთქვა.

"მე განსხვავებულ უკრაინაში ჩამოვედი. სულ რაღაც 2 თვის წინ ჩვენ გვეგონა, რომ ძველი სახეები მუდმივად იქნებოდნენ ამ ქვეყნის პოლიტიკური ცხოვრებაში. საპრეზიდენტო არჩვენების შედეგად კი ვითარება რადიკალურად შეიცვალა. უკრაინაში მოხდა ელექტორალური რევოლუცია. მე დარწმუნებული ვარ, რომ უკრაინის პრეზიდენტი დამოუკიდებელია გავლენებისგან და ხალხის გარდა არავის მისცემს საშუალებას მას წესები უკარნახოს. ჩვენ ყველა დაინტერესებული ვართ მის წარმატებაში. უკრაინამ უნდა გააკეთოს ნახტომი. ცვლილებები ქვეყანაში უნდა მოხდეს ძალიან მოკლე დროში. ჩვენ უარი უნდა ვთქვათ ტრადიციაზე, თითქოს პოლიტიკა მომგებიანი ბიზნესია. მე არ ვარ დაინტერესებული რომელიმე თანამდებობის დაკავებით და არც საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის მიღებით. არ მინდა კაბინეტში ჯდომა, თუმცა მზად ვარ ამ გუნდს, მათ ახალ იდეებს დავუჭირო მხარი. ჩემს პრინციპებს არც ამჯერად ვუღალატებ. არასდროს ვიქნები შეთქმულებაში არც ერთ ოლიგარქთან და არასდროს გამოვიმუშავებ ფულს პოლიტიკით. მე ვიცი რაც ხდება ახლა საქართველოში, მოლდოვაში, ბელორუსში და რუსეთშიც კი. ეს ქვეყნები დღეს იმედით უყურებენ უკრაინას,"-აცხახდებს მიხეილ სააკაშვილი.

დღის ამბები