19 ნოემბერი 2024,   06:41
ვრცლად
დახარჯული თითქმის 800 ათასი ლარი და შეუსრულებელი სამუშაო - ხაბეიშვილი კალაძეს კორუფციაში ადანაშაულებს

დახარჯული თითქმის 800 ათასი ლარი და შეუსრულებელი სამუშაო - ოპოზიცია თბილისის მერიის მიერ საბიუჯეტო თანხის მორიგ ფლანგვაზე საუბრობს და მას კორუფციის კლასიკური მაგალითად მიიჩნევს.

შეთანხმების მიხედვით, თანხა მერიამ კომპანია ”ტაოს” ბუშის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიის მოსაწყობად გადაუხადა, კომპანიას დაკისრებული ვალდებულება ჯერ კიდევ მარტში უნდა შეესრულებინა, თუმცა სამუშაოები ამ დრომდე დაუსრულებელი და მიტოვებულია.
საკრებულოს დეპუტატი „ნაციონალური მოძრაობიდან“ ლევან ხაბეიშვილი საკითხის დაყენებას საკრებულოს სხდომაზე აპირებს, მისივე თქმით, საკითხით დაინტერესებას სარევიზიო კომისიასაც მოსთხოვენ.

„ჯერ კიდევ 2019 წლის იანვარში გვითხრა კალაძემ რომ ოაზისი იქნება და გავალამაზებ აქაურობასო. ხედავთ, რომ ნაომარ ადგილს ჰგავს. ვნახეთ, რა არის კლასიკური მაგალითი კორუფციის და ფინაჩობის.  ერთადერთი რასაც კარგად აკეთებენ ეს არის ბიუჯეტის ხარჯზე გაზულუქება და გამდიდრება,“-ამბობს ხაბეიშვილი.

დღის ამბები