ცესკო-ს თავმჯდომარე ინტერპელაციის წესით ხვალ საკანონმდებლო ორაგნოშია დაბარებული. თამარ ჟვანია ამბობს, რომ კანონმდებლებს მისგან აინტერესებთ თუ რა რეაგირება აქვს ცესკო-ს წინასაარჩევნო კამპანიის დროს არსებულ დარღვევებზე და რომ მისი პასუხიც გამართული იქნება. საარჩევნო ადმინისიტრაციის ხელმძღვანელი მზადყოფნას გამოთქვამს დამატებით კითხვებსაც გასცეს პასუხი. ჟვანია ამტკიცებს, რომ არჩევნების დღემ პროცედურული კუთხით ძალიან კარგად ჩაიარა.
"31 მაისს ძალიან გამართული პასუხით წარვდგები პარლამენტის წინაშე. შესაძლებელია იყოს დებატების დროს წარმოშობილი დამატებითი პასუხები, მე შესაბამისად ყველა კითხვაზე მზად ვარ გავცე პასუხი. ზოგადად არჩევნების დღემ პროცედურული კუთხით ძალიან კარგად ჩაიარა,"-აცხადებს თამარ ჟვანია.