საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ლიეტუვის პრემიერ-მინისტრს შეხვდება. მანამდე კი ირაკლი კობახიძე მისმა ლიეტუველმა კოლეგამ მიიღო.
პარლამენტის თავმჯდომარეებმა ქვეყნებს შორის არსებულ მჭიდრო მეგობრობაზე, პოლიტიკური და ეკონომიკური ურთიერთობების კიდევ უფრო გააქტიურებაზე გაამახვილეს ყურადღება. განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა ევროინტეგრაციაზე.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შეხვდა ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრსაც. დაგეგმილია ირაკლი კობახიძის მონაწილეობა აღმოსავლეთ პარტნიორობის კონფერენციაში.