19 ნოემბერი 2024,   06:26
ვრცლად
საპენსიო რეფორმა, საბანკო რეგულაციები - პრემიერს პარლამენტში ხვალ კითხვებზე პასუხების გაცემა მოუწევს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ხვალ პარლამენტში მივა. მამუკა ბახტაძე საკანონმდებლო ორგანოში „ევროპულმა საქართველომ“ ინტერპელაციის წესით დაიბარა. დეპუტატებს მასთან შეკითხვები არაერთ მნიშვნელოვან საკითხზე ექნებათ, მათ შორისაა ლარის რეკორდული გაუფასურება.

მიუხედავად იმისა, რომ პროცედურა წინასწარ შეთანხმებული კითხვების დასმას ითვალისწინებს, დეპუტატები ბახტაძესთან სხვა აქტუალურ თემებზე საუბარსაც გეგმავენ. 

კანონმდებლების განცხადებით, იმ ფონზე, როდესაც სტრატეგიული პროექტი - ანაკლიის პორტი, შესაძლებელია შეჩერდეს, პრემიერმა ამ საკითხზე აუცილებლად უნდა ისაუბროს. 

ზურაბ ჭიაბერაშვილი-ის სურათის შედეგი„საბანკო რეგულაციები, ეს არის დაგროვებითი პენსია, რომელიც ზედმეტ ფულს აცლის ჩვენ მოქალაქეებს ჯიბიდან, მაშინ, როცა მათ ამ გაძვირებულ ფასებში არ ჰყოფნით ფული, ძალიან ბაზისური პროდუქტი შეიძინონ. შესაბამისად, ეს იქნება ნაწილი. როდესაც ქვეყანა მეტ და მეტ ფულს ხარჯავს ჯანდაცვაზე, რატომ უჭირს უფრო და უფრო მეტ ადამიანს, რატომ გაუარესდა ჯანდაცვაზე ხელმისაწვდომობა, რატომ არ მუშაობს ქრონიკული დაავადებების მედიკამენტების პროგრამა. სოციალური დახმარებების ნაწილში მთავარი პრობლემა არის, რატომ ღარიბდება ჩვენი მოსახლეობა,“ - განაცხადა „ევროპული საქართველოს“ წევრმა, ზურაბ ჭიაბერაშვილმა.

პარლამენტში ინტერპელაციის ფორმატით მივა ცესკო-ს თავმჯდომარე, თამარ ჟვანიაც. ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მიწვევა საკანონმდებლო ორგანოში "ნაციონალური მოძრაობის" ინიციატივაა. ხოლო "ქართულმა ოცნებამ" კი პარლამენტში ხვალვე ჯანდაცვის მინისტრი, დავით სერგეენკო დაიბარა. 

რომან გოცირიძე-ის სურათის შედეგი„რატომ გაღატაკდა ქვეყანა და რატომ დაიცალა ქვეყანა, აქვთ თუ არა საერთოდ რაიმე სახის ეკონომიკური პოლიტიკა, რა არის ამ მთავრობის პროგრამა, გარდა იმ უაზრო განცხადებებისა, რომელიც დადის მხოლოდ და მხოლოდ ახალი რეგულაციებისა  და ახალი ბიუროკრატიული სახელმწიფო უწყების შექმნამდე. მთავრობამ ჩააგდო ჯანსაღი ინტერპელაციის საკითხი, ვინაიდან დაიბარა ჯანდაცვის მინისტრის და ფაქტობრივად, სამსჯელო დრო გაიყო ოთხზე, რაც რეალურად არ გვაძლევს ამ საკითხზე ამომწურავი პასუხების მიცემის შესაძლებლობას,“ - განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, რომან გოცირიძემ.

 

დღის ამბები