19 ნოემბერი 2024,   05:21
ვრცლად
გოგიჩაიშვილი არის ჩემი მეგობარი, აგრესიულად არ ვსაუბრობდით ჩვენ - მუხრან ვახტანგაძე პარლამენტში დეპუტატებს შორის მომხდარ ჩხუბზე

სიტყვიერი დაპირისპირება პარლამენტში - საკანონმდებლო ორგანოში ერთმანეთს დეპუტატები მუხრან ვახტანგაძე ლევან გოგიჩაიშვილი დაუპირისპირდნენ.

კამათის მიზეზი, როგორც შემდეგ გაირკვა, ანაკლიის პორტის პროექტ იყო. დეპუტატების თქმით, დაპირისპირება შეეხებოდა იმას, იცოდა თუ არა ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ იმ წინა გადაწყვეტილებების შესახებ, რომელიც ფოთის პორტს უკავშირდებოდა, როგორ მოხდა ამ გადაწყვეტილების გაუქმება და რა პრობლემებს უქმნის ამ ტიპის ქმედებები მეგაპროექტების განხორციელებას ქვეყანაში.

დარბაზში სიმშვიდის შენარჩუნების მიზნით, დეპუტატები მანდატურებმა გაიყვანეს.

კორიდორში გამოსვლის შემდეგ კი მუხრან ვახტანგაძემ განაცხადა, რომ დარბაზში დეპუტატებს არ უჩხუბიათ, უბრალოდ, ხმამაღალი საუბარი გამოუვიდათ.

„ლევან გოგიჩაიშვილი არის ჩემი მეგობარი. აგრესიულად არ ვსაუბრობდით ჩვენ, თუ რამე გვაქვს ჩვენ ერთმანეთთან სათქმელი, ტელევიზიების საშუალებით არ ვისაუბრებთ ნამდვილად. სხდომათა დარბაზში ხანდახან შეიძლება იყოს ხმამაღალი საუბარი, მეტი არაფერი,“ - განაცხადა ვახტანგაძემ.

დაპირისპირების შემდეგ განცხადება გააკეთა ასევე მიხეილ ყაველაშვილმა.

„ჩვენც ადამიანები ვართ და გვაქვს პირადი საკითხებზეც ვისაუბროთ ხანდახან. ბოდიშს გიხდით, თუ სესიაზე მოგვიწია ამაზე საუბარი,“ - ამბობს მიხეილ ყაველაშვილი.

დღის ამბები