19 ნოემბერი 2024,   05:24
ვრცლად
მთავარი კითხვა იქნება ის, რომ რატომ აღატაკებს ეს მთავრობა საქართველოს - ოპოზიცია პრემიერს პარლამეტში იბარებს

ოპოზიცია პრემიერს პარლამენტში ინტერპელაციის წესით იბარებს და რამდენიმე მთავარ კითხვაზე პასუხის მიღებას ელის.

მამუკა ბახტაძეს პასუხების გაცემა მოუწევს დაგროვებით საპენსიო სისტემასთან დაკავშირებულ საკითხებზე, “ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის“ დაზუსტების საკითხზე, ახალ საბანკო რეგულაციებზე, “თიბისი“ ბანკის საქმეზე.

გარდა ამისა, საინტერპელაციო კითხვა ასევე ეხება საბიუჯეტო ორგანიზაციების მიერ გადახდილი შრომის ანაზღაურების მოცულობასა და დასაქმებული პირების რიცხოვნობას.

პარლამენტის ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, რომან გოცირიძე ამბობს, რომ მამუკა ბახტაძეს მოუწევს ისეთ საკითხებზე საუბარი, როგორიცაა ლარის რეკორდულად გაუფასურება და კორუფციული ინტერესები მეგაპროექტებთან მიმართებაში.

Image result for რომან გოცირიძე„მთავარი კითხვა იქნება ის, რომ რატომ ანგრევს და აღატაკებს ეს მთავრობა საქართველოს, რა მდგომარეობაშია ლარი, როგორი მძიმე მდგომარეობაა ეკონომიკური კუთხით, იცლება ქვეყანა, გადის ფაქტობრივად, მოსახლეობა ქვეყნიდან. ყველა დიდი პროექტი ეწირება პოლიტიკურ ან პირად კორუფციულ ინტერესებს და აგერ ანაკლიის პროექტთან დაკავშირებით რა საშინელი რამ მოხდა, როდესაც მისი ჩაგდება მოინდომეს. ბოლოს და ბოლოს, რა უნდა ამ ხელისუფლებას, გვითხრან, რას აპირებენ. რასაც აკეთებენ, ჩვენ დავინახეთ ამას უკიდურესად ნეგატიური შედეგი მოაქვს,“ - განაცხადა რომან გოცირიძემ.

ქვეყანაში შექმნილ მძიმე ეკონომიკურ და სოციალურ მდგომარეობაზე საუბრობს პარლამენტის ფრაქცია „ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის“ წევრი, ირაკლი აბესაძე. დეპუტატის თქმით, აღნიშნულ მძიმე მდგომარეობაზე რეალური პასუხისმგებლობა ბიძინა ივანიშვილს ეკისრება.

Image result for ირაკლი აბესაძე„ყოველდღიურად ძალიან მძიმდება ის მძიმე სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა, რომელშიც მოსახლეობას ცხოვრება უწევს. ვხედავთ ლარის უკიდურეს გაუფასურებას, ამ ფონზე ცხადი გახდა, რომ 2018 წელს, მაგალითად, 2012 წელთან შედარებით, ერთი მილიარდი ლარით მეტი დაიხარჯა ჩინოვნიკების ხელფასებზე. ამ ყველაფერზე მთავარი მოპასუხე არის ბატონი ივანიშვილი და კარგად გვესმის, რომ პრემიერის თანამდებობას მხოლოდ ფორმალურად იკავებს ბატონი ბახტაძე, მაგრამ ამ ფორმალური თანამდებობიდან გამომდინარე, ის ვალდებულია, მობრძანდეს პარლამენტში და გასცეს შეკითხვებზე პასუხი,“ - განაცხადა ირაკლი აბესაძემ.

ამავე თემაზე
დღის ამბები