19 ნოემბერი 2024,   05:29
ვრცლად
ოფიციალური დოკუმენტი 2019 წლის 2 მაისის ბრძანების გაუქმების შესახებ არ მიგვიღია - „ეიპიემ ტერმინალს ფოთი"

ფოთში ახალი ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობასთან დაკავშირებით დღეს განვითარებულ მოვლენებს „ეიპიემ ტერმინალს ფოთი“ ეხმაურება.

ეიპიემ ტერმინალს ფოთის“ მიერ გავრცელებულ ოფიციალური განცხადება საკმაოდ მცირე მოცულობისაა. განცხადებაში ნათქვამია, რომ ჯერჯერობით, დეტალურ განმარტებებს ვერ გააკეთებენ, ვინაიდან 2019 წლის 2 მაისის ბრძანების გაუქმების შესახებ ოფიციალური ინფორმაცია და დოკუმენტი მათ არ მიუციათ.

ეიპიემ ტერმინალს ფოთს“ არ მიუღია ოფიციალური დოკუმენტი 2019 წლის 2 მაისის ბრძანების გაუქმების შესახებ და შესაბამისად, ჯერჯერობით, ვერ გააკეთებს კომენტარს მასმედიით გავრცელებულ ინფორმაციაზე,“ - ნათქვამია განცხადებაში.

ფოთში ახალი ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობასთან დაკავშირებით საუბარი აქტუალური გუშინ მას შემდეგ გახდა, რაც გაირკვა, რომ ფოთის პორტის მფლობელებმა განაცხადეს, რომ ახალი ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობა იწყებოდა.

ამ განცხადებას მოჰყვა ანაკლიის კონსორციუმის წევრთა უმწვავესი რეაქცია. მამუკა ხაზარაძის ბიზნესჯგუფმა პირდაპირ თქვა, ხელისუფლების თამაში მისთვის შოკისმომგვრელი იყო. დღეს კი ეკონომიკის მინისტრმა განმარტება გააკეთა.

ნათია თურნავა ამბობს, რომ ნებართვა მშენებლობისა და ტექნიკური ზედამხედველობის სააგენტომ გასცა და ის საქმის კურსში არ იყო. მინისტრის თქმით, ნებართვა გაუქმებულია, ხოლო სააგენტოს ხელმძღვანელი, გრიგოლ კაკაურიძე გათავისუფლებული.

ამავე თემაზე
დღის ამბები