19 ნოემბერი 2024,   05:26
ვრცლად
"თანამდებობა ჩვენი ხელისუფლების პირობებში არ არის გარანტია ან პრივილეგია" - რიჟვაძე მაღალჩინოსნების დაკავებას ეხმაურება

ბათუმის მერიის ყოფილი და მოქმედი მაღალჩინოსნების დაკავებას აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე ეხმაურება. რიჟვაძის განცხადებით, ამ დაკავებით კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ კორუფციასთან ბრძოლის პოლიტიკის ფარგლებში სტატუსსა და თანამდებობას მნიშვნელობა არ აქვს. მისი თქმით, მთავრობა ითანამშრომლებს გამოძიებასთან და დაელოდება გამოძიების შედეგებს. 

"რამდენიმე წლის წინ მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმეზე დაკავებულია რის რამდენიმე მოქმედი მაღალჩინოსანი. მე კიდევ ერთხელ მინდა გავიმეორო, რომ თანამდებობა ჩვენი ხელისუფლების პირობებში არ არის გარანტია ან პრივილეგია, ვერავინ ვერ ისარგებლებს ხელშეუხებლობით, თუმცა ჩვენ უნდა დავიცვათ უდანაშაულობის პრეზუმფცია და დაველოდოთ გამოძიების შედეგებს ისე რომ საფრთხე არ შეექმნას მართლმსაჯულების აღსრულებას.

ასევე მინდა განვმარტო, რომ ჩვენი ხელისუფლების შეურიგებელი ბრძოლა კორუფციასთან გრძელდება, ჩვენ ვიქნებით ყველასთან თანაბრად მომთხოვნი და კანონის წინაშე ყველა არის თანაბარი. ანტიკორუფციული პოლიტიკის ფარგლებში ჩვენ ვითანამშრომლებთ საგამოძიებო ორგანოებთან,"- განაცხადა რიჟვაძემ

დაახლოებით ერთი საათის წინ, დიდი ოდენობით სახელმწიფო ქონების გაფლანგვასა და სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ბრალდებით, ბათუმის ყოფილი მერი გიორგი ერმაკოვი დააკავეს. მასთან ერთად დაკავებულები არიან  განათლების და მეცნიერების მინისტრი ბაგრატ მანველიძე, ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის მოადგილეები, ასევე ვიცე მერი თენგიზ პეტრიძე, სერვისების მართვის უფროსი, კეთილმოწყობის სამსახურის უფროსის მოადგილე.

საუბარია ტენდერებზე, რომელიც ბათუმში ინფრასტრუქტურის მოწყობისთვის ცხადდებოდა. 

პროკურატურის ინფორმაციით, უწყებამ საგამოძიებო მოქმედებები, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურთან ერთად ჩაატარა. 

ამავე თემაზე
დღის ამბები