19 ნოემბერი 2024,   05:33
ვრცლად
ბრძოლა გადარჩენისთვის - ლარის კატასტროფულად უფასურდება, ხალხის ცხოვრება კი კიდევ უფრო რთულდება  

ლარის კატასტროფული გაუფასურება და მოსახლეობის კიდევ უფრო დამძიმებული ცხოვრება - რყევები ხალხის ცხოვრებაზე ყველაზე მეტად აისახება. ლარი სულ უფრო უფასურდება და მათი ცხოვრება გაუსაძლისი ხდება. კვირიდან კვირამდე ფასები იზრდება, პროდუქტი კი რომელიც სახლში მიაქვთ, მცირდება.

ადამიანების ცხოვრება საქართველოში ლატარიას დაემსგავსა, მიდის ბრძოლა გადარჩენისთვის, ვისაც უმართლებს - არსებობას ახერხებს, ვისაც არა - დღით დღე სულ უფრო მეტად ღარიბდება. ხალხი ამბობს, რომ პოლიტიკური ორთაბრძოლის ქაოსში ჩართულ ხელისუფლებას, მთავარი - ადამიანები დაავიწყდა.

ლარი უკვე ყოველ დღე უფასურდება. დღეს ეროვნულმა ვალუტამ ახალი ანტირეკორდი მოხსნა. ასეთი გაუფასურებული ლარი ისტორიას არ ახსოვს. ეროვნული ვალუტის ვარდნა ფსკერისკენ მარტო იმ ადამიანების პრობლემა არ არის, ვინც სესხი ამერიკულ ვალუტაში გამოიტანა და ყოველი თვის ბოლოს დოლარი უნდა შეიძინოს. გაუფასურება ფასებზე აისახება, ფასები კი ყველა მოქალაქეებზე.

ლარის გაუფასურების მასშტაბი საგანგაშოდ მიაჩნიათ ექსპერტებს. სპეციალისტები ამბობენ, რომ ეროვნული ვალუტა უკვე იმ კრიტიკულ ზღვარზეა, როდესაც აუცილებელი ხდება ხელოვნური არევა, თუმცა ეროვნული ბანკი პრობლემას საგარეო ფაქტორით ხსნის და ინტერვენციას არ ჩქარობს.

ეროვნული ბანკისა და მთავრობის მხრიდან ლარის გადარჩენისთვის ქმედით ნაბიჯებს ითხოვენ დეპუტატები. დღეს უკვე მმართველი გუნდიც აღიარებდა, რომ პროცესი განსაკუთრებული ყურადღების რეჟიმში უნდა გადავიდეს.

ლარმა ანტი რეკორდი დღეს კიდევ ერთხელ მოხსნა და ეროვნული ვალუტა ცენტრალურმა ბანკმა კიდევ გააუფასურა. ამ დროის მონაცემებით ერთი დოლარის ფასი 2.81-ია, კომერციულ ბანკებში 2.84 .

 

ამავე თემაზე
დღის ამბები