19 ნოემბერი 2024,   03:47
ვრცლად
იუსტიციის საბჭომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის მსურველების 144-კაციანი სია გამოაქვეყნა

იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის მსურველების სია გამოაქვეყნა. სიაში 144 კანდიდატია დასახელებული.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის მსურველებს შორის არიან მოქმედი და ყოფილი მოსამართლეები: თამარ ალანია, ნანა აფციაური, მერაბ გაბინაშვილი, შოთა გეწაძე, მაკა გველესიანი, მირანდა ერემაძე, შალვა თადუმაძე, გიორგი მიქაუტაძე, გელა ნიკოლაიშვილი, ნინო სანდოძე, გიორგი ტყავაძე, ლალი ფაფიაშვილი, ზაზა თავაძე, ილონა თოდუა, გიორგი კონდახიშვილი, თამარ ლალიაშვილი, დავით მამისეიშვილი, ლაშა ქოჩიაშვილი, დავით ღიბრაძე, მერაბ ჯორბენაძე, პაატა სილაგაძე, ნინო ქადაგიძე, მარიამ ცისკაძე და ა.შ. 

ამ სიაში ისინიც არიან, რომლებიც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ პარლამენტისთვის 2018 წლის დეკემბერში წარდგენილ კანდიდატთა 10-კაციან სიაში ფიგურირებდნენ. სიაში აღარ გვხვდება მხოლოდ დიმიტრი გვრიტიშვილისა და მიხეილ ჩინჩალაძის კანდიდატურები.

აღნიშნული კანდიდატები იუსტიციის საბჭომ განსახილველად საქართველოს პარლამენტს უნდა წარუდგინოს.

დღის ამბები