კომპანია ეიპიემ ტერმინალს ფოთი ეკონომიკის სამინისტროს გადაწყვეტილებას, ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის შეჩერების შესახებ, საგანგებო განცხადებით ეხმაურება.
„ვაანალიზებთ აღნიშნული ბრძანების გაუქმების გადაწყვეტილებას და განვიხილავთ შესაფერის სამართლებრივ ღონისძიებებს, რომელთაც შესაძლოა მივმართოთ.
„ამასთან, გვსურს განვაცხადოთ, რომ ერთგული ვრჩებით საქართველოს ეკონომიკის განვითარების საკითხისადმი და ჩვეულებისამებრ ვაგრძელებთ შესაბამის ოფიციალურ სტრუქტურებთან თანამშრომლობას, რათა შენარჩუნდეს ფოთისა და მისი ნავსადგურის განვითარების მტკიცე მხარდაჭერა,” – ნათქვამია ეიპიემტერმინალსფოთის 31 მაისის განცხადებაში.
ეიპიემ ტერმინალს ფოთმა ახალი ღრმაწყლოვანი ნავსადგურის მშენებლობის ნებართვა 2 მაისს მიიღო. 29 მაისს კი, მას შემდეგ, რაც ეს ინფორმაცია საჯარო გახდა, ანაკლიის განვითარების კონსორციუმის მწვავე განცხადება მოჰყვა.
30 მაისს კი ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ მის მიერვე გაცემული ნებართვა გააუქმა.