19 ნოემბერი 2024,   03:48
ვრცლად
"ამ მოსამართლეებს უნდათ, რომ გავლენა მოახდინონ უზენაეს სასამართლოზე და ეს არის პრობლემა" - ეკა გიგაური

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის მსურველთა სიას, რომელიც დღეს იუსტიციის უმაღლესმა საბჭოს გამოაქვეყნა, არასამთავრობო ორგანიზაცია საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს აღმასრულებელი დირექტორი, ეკა გიგაური, ეხმაურება.

ეკა გიგაურისთვის ნიშანდობლივია ის ფაქტი, რომ მოსამართლეობის მსურველთა შორის არის საქართველოს გენპროკურორი, შალვა თადუმაძე.

„ცხადია, ამ მოსამართლეებს უნდათ, რომ გავლენა მოახდინონ უზენაეს სასამართლოზე და ეს არის პრობლემა. მეორე მხრივ, აქ ვხედავთ მოქმედ თანამდებობის პირებსაც. მართლაც, ძალიან საინტერესოა, რატომ გადაწყვიტა გენპროკურორმა ამ კონკურსში მონაწილეობა. როგორც ჩანს, მასაც აქვს განცდა, რომ დიდი ხანი არ გაჩერდება თავის თანამდებობაზე. ყველაზე სამწუხარო კი არის ის, რომ ძალიან ბევრმა ცნობილმა და ღირსეულმა იურისტმა არ მიიღო მონაწილეობა ამ კონკურსში. ეს არის პრობლემა თავისთავად იმიტომ, რომ მათ არ ჰქონდათ განცდა, რომ ეს იქნებოდა გამჭვირვალე პროცესი და ამ პროცესის შედეგად აირჩევდნენ საუკეთესო კანდიდატებს,“ - განაცხადა ეკა გიგაურმა.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის მსურველების სია ცნობილია. სიაში, რომელიც იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ დღეს გაასაჯაროვა, 144 კანდიდატია დასახელებული. მათ შორის არიან მოქმედი და ყოფილი მოსამართლეები - თამარ ალანია, ნანა აფციაური, მერაბ გაბინაშვილი, შოთა გეწაძე, მაკა გველესიანი, მირანდა ერემაძე, მოქმედი პროკურორი შალვა თადუმაძე, გიორგი მიქაუტაძე, ლალი ფაფიაშვილი, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე, ზაზა თავაძე.

დღის ამბები