19 ნოემბერი 2024,   03:50
ვრცლად
იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ ყურად არ იღო ვენეციის კომისიის რეკომენდაცია - შალვა შავგულიძე უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა სიას ეხმაურება

იუსტიციის უმაღლეს საბჭოს ვენეციის კომისიის რეკომენდაციის არგათვალისწინების გამო აკრიტიკებს მთაწმინდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ბლოკიდან ევროპული საქართველო - თავისუფალი დემოკრატები, შალვა შავგულიძე.

მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი აცხადებს, რომ იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ არ გაითვალისწინა რეკომენდაცია, რომელიც უზენაესი სასამართლოს ნაწილობრივ დაკომპლექტებას შეეხებოდა.

შავგულიძის თქმით, ვენეციის კომისიის რეკომენდაციის საწინააღმდეგოდ, იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ 20-ვე ვაკანტურ ადგილზე გამოაცხადა კონკურსი.

„იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ ყურად არ იღო ვენეციის კომისიის რეკომენდაცია იმასთან დაკავშრებით, რომ იუსტიციის ამ საბჭოს, რომლის მიმართაც საზოგადოებას აქვს მეტად დაბალი ხარისხის ნდობა და ამ მოწვევის საპარლამენტო უმრავლესობას სრულად არ დაეკომპლექტებინა უზენაესი სასამართლო. ამ რეკომენდაციის საწინაღმდეგოდ იუსტიციის საბჭომ გამოაცხადა კონკურსი უზენაესი სასამართლოს ყველა - 20 ვაკანსიაზე. ქართული ოცნების ხელისუფლება და მასთან კორუფციულ გარიგებაში მყოფი ე.წ. მოსამართლე წევრთა კლანი იუსტიციის საბჭოში გაბატონებული, ჩქარობენ, რომ რაც შეიძლება, სწრაფად სრულად დააკომლექტონ ქართული ოცნებისგან მართვადი და კონტროლირებადი მოსამართლეებით უზენაესი სასამართლო,“ - განაცხადა შალვა შავგულიძემ.

ვენეციის კომისია საქართველოს ხელისუფლებას ურჩევდა, რომ პარლამენტს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა ის რაოდენობა აირჩია, რომელიც აუცილებელია უზენაესი სასამართლოს სამუშაოს სამართავად.

დღეს კი იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის მსურველების სია გაასაჯაროვა. სიაში 144 კანდიდატია დასახელებული. მათ შორის არიან მოქმედი და ყოფილი მოსამართლეები - თამარ ალანია, ნანა აფციაური, მერაბ გაბინაშვილი, შოთა გეწაძე, მაკა გველესიანი, მირანდა ერემაძე, მოქმედი პროკურორი შალვა თადუმაძე, გიორგი მიქაუტაძე, ლალი ფაფიაშვილი, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე, ზაზა თავაძე.

ამავე თემაზე
დღის ამბები