"ჩვენ მუდმივად გვიწევს საქართველოში იმ პრობლემასთან შეჭიდება, რასაც გადაწყვეტილების მიუღებლობა და გადაწყვეტილების მიმღები ადამიანის ნაკლებობა ჰქვია," - ეს განცხადება ავსტრიის ელჩმა გააკეთა. ელჩი BMG-სთან ინტერვიუში იმ პრობლემებზე საუბრობს, რაც ქვეყანაში ბიზნესის განვითარებას ხელს უშლის.
არად ბენკო მთავარ დაბრკოლებად გადაწყვეტილების მიმღებ ადამიანთა ნაკლებობას ასახელებს და ამბობს, რომ საქართველოში სიმართლეს იშვიათად ამბობენ. ავსტრიის ელჩი პრობლემას ხედავს თაობებს შორის შეუთანხმებლობაშიც. დიპლომატი ამბობს, რომ ადამიანთა ერთ ჯგუფს სურს გახდეს დასავლეთის ნაწილი, მეორე ჯგუფი კი განვითარების და წინსვლის წინააღმდეგია.
„იცით, მე ვფიქრობ რომ საქართველოში თაობათა კონფლიქტია, ჩვენ მუდმივად გვიწევს საქართველოში იმ პრობლემასთან შეჭიდება, რასაც გადაწყვეტილების მიუღებლობა და გადაწყვეტილების მიმღები ადამიანის ნაკლებობა ჰქვია. სწორედ ეს წარმოადგენს ყველაზე დიდ დამაბრკოლებელ ფაქტორს საქართველოში, ბიზნესის კეთებაზე როცა მიდგება საქმე. გამოვყოფდი პრობლემას სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებით, რადგან აქ ხშირად ვაწყდებით გამჭირვალობის არარსებობას გადაწყვეტილებების მიღებისას. ალბათ ყველაზე საუკეთესო გზა, საქართველოს შემთხვევაში, არის დემოკრატიისა და დემოკრატიული ღირებულებების განვითარების გზა კანონის უზენაესობაზე დაყრდნობით. სადაც არ უნდა წავიდეს ქვეყანა, ეს სწორი გზა იქნება, რადგან ისევ დემოკრატიულ პრინციპებს ეფუძნება“ - აცხადებს არად ბენკო.