დავით გარეჯის პრობლემა და პრეზიდენტის განცხადება, რომელმაც ქვეყანა სტრატეგიულ პარტნიორთან აზერბაიჯანთან დააპირისპირა - მას შემდეგ, რაც სალომე ზურაბიშვილმა ღიად განაცხადა საზღვრის დელიმიტაციის შესახებ მდგომარეობა სამონასტრო კომპლექსის ირგვლივ გამწვავდა. გარეჯი სადაო ტერიტორია სხვადასხვა მთავრობების დროსაც იყო, თუმცა პირადი ურთიერთობებით და შეთანხმებით საკითხი გაჩერებული იყო და საზღვრის გავლების საკითხი ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის ზღვარზე არ გადიოდა.
საექსპერტო წრეებში ფიქრობენ, რომ პრეზიდენტი, რომელიც ქვეყნის უმაღლესი მთავარსარდალი და წესით, მთავარი დიპლომატია, ვერ აცნობიერებს, რა შედეგები შეიძლება მოჰყვეს მის განცხადებებს. ან თუ ესმის, რასაც ამბობს და აკეთებს, მაშინ გამოდის, რომ გამიზნულად გამოიწვია აზერბაიჯანთან ვითარების დაძაბვა და ამით კიდევ ერთხელ ითამაშა რუსული თამაში, რაც არაერთხელ გაუკეთებია და კიდევ ერთი ნაბიჯით მიაახლოვა საქართველო რუსეთის მონობასთან.
საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი საქართველოს ხელისუფლებას პრობლემის გადაჭრის გარდამავალ გადაწყვეტილებას სთავაზობს. მისი თქმით, საზღვრის საკითხების მოგვარებამდე, უნდა განთავსდეს დროებითი გამშვები პუნქტები და განხორციელდეს დაუბრკოლებელი გადაადგილება ორი ქვეყნის მოსახლეობის.