19 ნოემბერი 2024,   03:42
ვრცლად
"ინტერ რაო" ელექტროენერგიას ჰყიდდა საზღვარზე, ახლა ის ელექტროენერგიას გაყიდის ქართული კომპანიის საშუალებით - ირინა მილორავა

სემეკის ხელმძღვანელის ანგარიში საკანონმდებლო ორგანოში - ირინა მილორავას დეპუტატებმა ყველაზე მეტი კითხვა, რუსული ენერგო გიგანტის შვილობილი კომპანიის, საქართველოს ბაზარზე შემოსვლასთან დაკავშირებით დაუსვეს. 

ირინა მილორავას ოპოზიციონერმა დეპუტატებმა ჰკითხეს, უქმნის თუ არა საფრთხეს რუსული კომპანიის ქართულ ბაზარზე შემოსვლა საქართველოს და ხდება თუ არა საქართველო იმპორტის თვალსაზრისით რუსეთზე დამოკიდებული, რაზეც  მილორავამ განაცხადა, რომ დამოკიდებულების საფრთხე არ ჩანს.

„ხომ არ არსებობს საშიშროება რომ გაიზარდოს რუსული კომპანიის მონაწილეობა საბითუმო ბაზარზე?- პრინციპში გამოვრიცხავ, იმიტომ რომ შეიცვალა სამართლებრივი სტატუსი, იყო „ინტერ რაო“, უცხო ქვეყნის რეზიდენტი, რომელიც საზღვარზე გვაწვდიდა ელექტროენერგიას და გახდა ქართული საწარმო. ველოდები რომ შემდეგ ეტაპზე "ინტერ რაოსთან" ერთად სხვა ქვეყნის კომერციული ოპერატორები აუცილებლად იგივე ფორმით გააგრძელებენ საქმიანობას საქართველოში,“-აცხადებს მილორავა.

დეპუტატების კითხვები ასევე ეხებოდა შუამავალი კომპანიების საკითხს, როგორც ელექტროენერგიის ასევე ბუნებრივი აირის მიწოდების შემთხვევაში. დეპუტატები ამბობენ, რომ შუამავალი კომპანია პრობლემას წარმოადგენს, რადგან ის მომხმარებელს საფასურს უძვირებს. სემეკის თავმჯდომარე კი პასუხად ამბობს, რომ "ინტერ რაო" ელექტროენერგეტიკულ სივრცეშია, "ინტერ რაო საქართველო" კი რეგისტრირებულია საბითუმო მიმწოდებლად. 

დღის ამბები