19 ნოემბერი 2024,   03:35
ვრცლად
"უმუშევრობა დრამატულად შემცირდა და სამუშაო ადგილები გაიზარდა" - საპარლამენტო უმრავლესობა პრემიერის ყოველწლიურ მოხსენებას ეხმაურება

პრემიერის ყოველწლიურ მოხსენებას, სადაც ქვეყანაში არსებულ ეკონომიკურ გამოწვევებსა და მიღწევებზეა საუბარი, საპარლამენტო უმრავლესობის წევრები ეხმაურებიან.

პრემიერის ყოველწლიური ანგარიში პარლამენტს დღეს გადაეგზავნა. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ პენსია 2020 წელს 20 ლარით მოიმატებს. ჩანაწერში ასევე საუბარია, რომ ქვეყანაში უმუშევრობა დრამატულად შემცირდა და სამუშაო ადგილები გაიზარდა. ანგარიშის მიხედვით, ეკონომიკური მდგომარეობა გაუმჯობესებულია.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, ფრაქცია ”ქართული ოცნების” წევრი, გიორგი ვოლსკი განმარტავს, რომ მამუკა ბახტაძე მთავარ პრობლემებად ყოველთვის ოკუპაციას და უმუშევრობას ასახელებს. დეპუტატის თქმით, ბევრი პენსიონერი იმყოფება გაჭირვების პირას, თუმცა სახელმწიფოს ბევრი სოციალური პროგრამა აქვს მათ დასახმარებლად.

ვოლსკი ოპონენტებს მოუწოდებს, რომ ჩასაფრებულის პოზიციიდან საუბარს თავი დაანებონ.

Image result for გიორგი ვოლსკი„ყველა თავის გამოსვლაში, პრემიერ-მინისტრი ამბობს, რომ ჩვენი მთავარი გამოწვევა არის ოკუპაცია და უმუშევრობა. უმუშევრობის მაჩვენებელი არის გაუმჯობესებული და ტენდენცია უნდა გვიხაროდეს და არა ჩასაფრებული ვსაუბრობდეთ ამ საკითხებზე. საქართველოში პენსია არ არსებობს, საქართველოში არის სოციალური შემწეობა, რომ ადამიანი სიკვდილს გადაურჩეს, ბევრი მარტოხელა პენსიონერი განსაკუთრებით რთული პირობების წინაშეა. რეალობაა ის, რომ არის რვაასი ათასამდე პენსიონერი და რეალობაა ის, რომ პენსიის გარდა უამრავი სოციალური პროგრამა მოქმედებს, რომ ადამიანებმა გაუძლონ იმ რთულ ვითარებას, რაც აქვთ, მატება, რასაკვირველია იქნება,“ - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

მთავრობა რომ პენსიის ზრდასთან დაკავშირებით გაცემულ პირობას ასრულებს, ამაზე ამახვილებს ყურადღებას პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, დიმიტრი ხუნდაძე. დეპუტატი ამბობს, რომ საპენსიო რეფორმა არის იმ პროცესების ნაწილი, რასაც ხელისუფლება ატარებდა.

დიმიტრი ხუნდაძე კი აცხადებს რომ ხელისუფლებამ საპენსიო რეფორმა წარმატებით განახორციელა, რაც დაგროვებითი საპენსიო სისტემის შემოღებითაც კარგად დასტურდება.

Image result for დიმიტრი ხუნდაძე„ქვეყანაში, რომ საპენსიო რეფორმა განსახორციელებელია, ჩვენ ეს რამდენიმე წლის წინ დავიწყეთ და ეს დასრულდა სწორედ ამ რეფორმით, რომ დაგროვებითი საპენსიო სისტემა შემოვიდა, თუმცა, ჩვენ აქ ყოველთვის ვამბობდით, რომ საბაზისო პენსია უნდა ყოფილიყო ზრდადი და არამხოლოდ ვამბობდით, ამას ვაკეთებდით. თუ ჩვენ ვთქვათ, ყველა გადაწყვეტილებას შევაფასებთ არჩევნებთან დაკავშირებულს, მაშინ, ჩვენ არასდროს არ უნდა გავზარდოთ პენსია, არასდროს არცერთი სოციალური პროგრამა არ უდა შემოვიტანოთ,“ - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

პრემიერის ყოველწლიური ანგარიში პარლამენტს დღეს გადაეგზავნა. ცნობილია რამდენიმე მიმართულება, რის ირგვლივაც აგებულია პრემიერის მოხსენება. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ პენსია 2020 წელს 20 ლარით მოიმატებს.

 

ამავე თემაზე
დღის ამბები