19 ნოემბერი 2024,   03:47
ვრცლად
ბახტაძის საიდუმლო ვიზიტი ბრიუსელში და ზელენსკისთან შეხვედრის მცდელობა - უკრაინის პრეზიდენტის კომენტარი

მამუკა ბახტაძის საიდუმლო და ნაჩქარევი ვიზიტი ბრიუსელში - საქართველოს პრემიერი ზუსტად იმ სასტუმროში მივიდა, სადაც უკრაინის პრეზიდენტის დელეგაცია გაჩერდა.

ბრიუსელში რომ მამუკა ბახტაძეს ელოდებოდნენ, ევროკავშირში საქართველოს ელჩმა "კურიერის"კორესპონდენტს მხოლოდ მას შემდეგ დაუდასტურა, რაც ბახტაძის კორტეჟი სასტუმროს შენობაში უკანა შესასვლელიდან შევიდა. როგორც წესი, ყველა ვიზიტის შემთხვევაში, პრემიერმინისტრის აპარატი მედიას, სულ მცირე, რამდენიმე დღით ადრე აფრთხილებს ხოლმე.

მამუკა ბახტაძისგან განსხვავებით ვლადიმერ ზელენსკი სასტუმროს შენობაში წინა შესასვლელიდან შევიდა. "კურიერის" ჯგუფს მისთვის შეკითხვის დასმა მიხეილ სააკაშვილის შესაძლო ექსტრადიციის შესახებ სურდა. 

როგორც ჩანს, ბრიუსელში, სასტუმროში მამუკა ბახატძე ზელენსკითან ფარული შეხვედრის ორგანიზებას და შეხვედრას შეეცდება.

მამუკა ბახტაძესთან დეტალების დაზუსტების საშუალება „კურიერის“ გადამღებ ჯგუფს არ მიეცა, თუმცა "რუსთავი 2-ის" ჟურნალისტმა შეძლო გასაუბრებოდა ვლადიმერ ზელენსკის.

კითხვაზე, იცოდა თუ არა მან, რომ იმავე სასტუმროში, სადაც თავად დაბინავდა, საქართველოს პრემიერიც იმყოფებოდა, უკრაინის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ის მამუკა ბახტაძეს არ შეხვედრია.

„არა, თქვენი პრემიერი არ მინახავს. რაც შეეხება სააკაშვილს, ის უკრაინაშია,“ - განაცხადა ვალადიმერ ზელენსკიმ. 

ამავე თემაზე
დღის ამბები