19 ნოემბერი 2024,   03:42
ვრცლად
"კორუფციის ფონზე შავგულიძის გამარჯვება ხელისუფლებისთვის ჭკუის სასწავლებელი იქნება" - ”ფლანგვის დეტექტორის” მკვლევარი

შალვა შავგულიძის გამარჯვება ხელისუფლებისთვის ჭკუის სასწავლებელი იქნება - ამის შესახებ განცხადება ”ფლანგვის დეტექტორის” მკვლევარმა გიორგი ნონიაშვილმა გადაცემა "არჩევანში" გააკეთა. მისი თქმით, იმ ფონზე, როდესაც ქვეყანა უკიდურეს გაჭირვებაში ცხოვრობს და ამას თან ერთვის სახელისუფლებო კორუფცია, თუნდაც, ერთ ოლქში "ქართული ოცნების" დამარცხება ხელისუფლებისთვის სიგნალი იქნება.

„ამ კორუფციის და ფლანგვის ფონზე, მე მგონი, ეს იქნება  ჭკუის სასწავლებელი ხელისუფლებისთვის, შალვა შავგულიძე შეიძლება ხალხისთვის იყოს მარტივი გამოსავალი იმისთვის, რომ ხელისუფლებას ჭკუა ასწავლოს და სიგნალი მისცეს. მეორე შემთხვევაში ალტერნატივა გვაქვს, ავირჩიოთ ბუტაფორია. ჰაერს ვირჩევთ სინამდვილეში. არ ვირჩევთ ადამიანს, ვირჩევთ პარტიას,“ - განაცხადა გიორგი ნონიაშვილმა.

გიორგი ნონიაშვილის თქმით, შალვა შავგულიძის მხარდაჭერა ყველა ოპოზიციური პარტიისთვის მნიშვნელოვანი უნდა იყოს. მისივე განცხადებით, მთაწმინდის იმ კანდიდატებმა, რომლებიც მეორე ტურში ვერ გადავიდნენ, სერიოზული პოლიტიკური შეცდომა დაუშვეს, როდესაც შალვა შავგულიძეს მხარი არ დაუჭირეს. 

ამავე თემაზე
დღის ამბები