19 ნოემბერი 2024,   03:30
ვრცლად
„ჩემთვის შალვა შავგულიძე არის სიმბოლო პოლიტიკოსის, რომელიც ვერ გარყვნა ძალაუფლებამ" - ნინო დანელია

"პერსონალურად, ბატონი შალვა შავგულიძე ჩემთვის არის კეთილსინდისიერების განსახიერება" - ეს განცხადება მასკომუნიკაციის დოქტორმა, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა, ნინო დანელიამ შალვა შავგულიძის შესახებ საუბრისას გააკეთა.

ნინო დანელია იმ მიზეზებზე საუბრობს, თუ რატომ უჭერს მხარს ის მთაწმინდის  მაჟორიტარად შალვა შავგულიძის კანდიდატურას.

„მარტივი პასუხი მაქვს. ასე ლაღად და ჩემ საკუთარ სინდისთან უკომპრომისოდ ძალიან დიდი ხანია, არ ვყოფილვარ. პერსონალურად, ბატონი შალვა შავგულიძე ჩემთვის არის კეთილსინდისიერების განსახიერება, ადამიანი, რომელიც არც ერთ ეტაპზე, მისი ჩემთვის ცნობილი კარიერის განმავლობაში, არ შეგუებია უსამართლობას და პირიქით, აქტიური მებრძოლი იყო სწორედ იმისთვის, რომ სამართლიანობა დამდგარიყო,“ - განაცხადა ნინო დანელიამ.

ნინო დანელია იმ განცხადებებს ეხმაურება, რომელიც შალვა შავგულიძის მისამართით ისმის, თუ რატომ გაერთიანდა ის „ევროპულ საქართველოსთან.“ 

„ყველა ის მოსამართლე, რომელსაც ასახიერებს მურუსიძე და ხშირად ვიყენებთ ხოლმე ამ ტერმინს, მურუსიძის კლანი, ანუ მთელი ის სასამართლო სისტემა, რომელიც ჩვენ არ მოგვწონდა, მთელი ეს სასამართლო სისტემა, თავისი პერსონალიებით, გადაიბარა ხელისუფლებამ. უფრო მეტიც, არა მხოლოდ გადაიბარა, ესე დაეწყვნენ და ერთმანეთის მიყოლებით აქებენ და ფაქტობრივად, გმირად რაცხავენ მურუსიძეს, რომელიც იმ პერიოდში, სწორედ იყო უსამართლობის სიმბოლო და ამის წინააღმდეგ, ისინი ცდილობენ, შალვა შავგულიძის ამომრჩეველს უთხრა, რომ როგორ ბედავთ თქვენ და როგორ აძლევთ ხმას ადამიანს, რომელიც "ევროპულ საქართველოსთან" ერთად იბრძვის გამარჯვებისთვის" - აცხადებს დანელია. 

მასკომუნიკაციის დოქტორი და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი ამბობს, რომ პარლამენტში შალვა შავგულიძისნაირი დეპუტატი ქვეყნისთვის ბევრ სასიკეთო ცვლილებას მოიტანს.

„ჩემთვის, შალვა შავგულიძე არის სიმბოლო პოლიტიკოსის, რომელიც ვერ გარყვნა ძალაუფლებამ, რომელიც ვერ გააფუჭა ხელისუფლებაში ყოფნამ და პირიქით, მან დათმო საკუთარი ძალაუფლება იმ წამს, როდესაც დაინახა, რომ არ მიდიოდა პროცესები ისე, როგორ უნდა წასულიყო, როდესაც შეირყა ღირებულებითი სისტემა, როდესაც გაჩნდა რისკი, რომ პოლიტიკური არჩევანი ყოფილიყო არა დასავლური, არამედ პრორუსული, როდესაც დაიწყო საუბარი ხელისუფლების უზურპაციაზე და დღეს ვხედავთ, რომ ხელისუფლების სამივე შტო არის მოქცეული ერთი კონკრეტული ადამიანის გავლენის ქვეშ,“ - განაცხადა ნინო დანელიამ.

 

ამავე თემაზე
დღის ამბები