ბრიუსელიდან საქართველოს პრემიერ-მინისტრი დღეს ამერიკის შეერთებულ შტატებში მიემგზავრება. მამუკა ბახტაძე სან-ფრანცისკოში, სიეტლსა და დალასში ე.წ. როუდ შოუს გამართავს. უმსხვილესი კომპანიების ხელმძღვანელ პირებს პრემიერი საქართველოში არსებულ საინვესტიციო გარემოს გააცნობს. ვიზიტის ფარგლებში პრემიერ-მინისტრი ასევე ეწვევა ვაშინგტონს, სადაც აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების მაღალი რანგის წარმომადგენლებს შეხვდება.