19 ნოემბერი 2024,   03:35
ვრცლად
"იმედი მაქვს, სტრასბურგი თავის სიტყვას იტყვის" - თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეს სტრასბურგში ხვალ გაგზავნიან

იმედი მაქვს, სტრასბურგი თავის სიტყვას იტყვის - პანკისში სპეცოპერაციისას მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის საქმე სტრასბურგში იგზავნება.

როგორც მალხაზ მაჩალიკაშვილი ამბობს, იურისტებს უკვე მზად აქვთ რვაასგვერდიანი დოკუმენტი, სადაც ძირითადი აქცენტი სპეცოპერაციის არასწორ დაგეგმვაზე, ძალის გადამეტებასა და არაადამიანურ მოპყრობაზე კეთდება. მალხაზ მაჩალიკაშვილის თქმით, მას იმედი არ აქვს, რომ საქართველოში მისი შვილის მკვლელობის საქმეს გამოიძიებენ.

„ამბობენ, რომ მტკიცებულებები გვაქვსო, არანაირი მტკიცებულება არ აქვთ, ამ საქმის გაწელვის მიზნით ხდება ამ სიტყვების ხმარება. როგორც ასეთი საქმე გაიგზავნება, მანდ მართლა იმედი მაქვს, რომ სტრასბურგი თავსი სიტყვას იტყვის“-ამბობს მაჩალიკაშვილი.

თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახის ინტერესების დამცველები სარჩელს ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში ხვალ გაგზავნიან.  

დღის ამბები