19 ნოემბერი 2024,   03:43
ვრცლად
ბიძინა ივანიშვილი სრულიად ფორმალურად და გამჭვირვალედ საქმიანობს - თალაკვაძე Freedom house-ის მწვავე შეფასებას არ იზიარებს

Freedom house-ის მწვავე ანგარიშს მმართველი გუნდი არ იზიარებს. არჩილ თალაკვაძე დოკუმენტის იმ ნაწილს ეხმაურება, სადაც ბიძინა ივანიშვილის მხრიდან არაფორმალურ მმართველობაზეა საუბარი. თალაკვაძე გავლენიანი საერთაშორისო ორგანიზაციის მკვლევარს მიმართავს და აცხადებს, რომ ბიძინა ივანიშვილი ქვეყანას სრულიად ფორმალურად მართავს, რადგან ის მმართველი პარტიის თავმჯდომარეა.  

Image result for არჩილ თალაკვაძე„მინდა კონკრეტულად გამოვეხმაურო ამ ანგარიშის იმ ნაწილს სადაც საუბარი არის ბატონ ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებით. მე მინდა შევახსენო ექსპერტს, რომელმაც ეს ანგარიში მოამზადა, რომ ბიძინა ივანიშვილი არის კანონმდებლობის დაცვით არჩეული პოლიტიკური პარტიის თავმჯდომარე. პარტიის რომელიც არი მმართველი პარტია. და ისევე როგორც ეს ხდება ევროპულ ქვეყნებში, ის სრულიად ფორმალურად და სრულიად გამჭვირვალედ საქმიანობს და არის ჩართული ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესში. შესაბამისად, ამის სხვანაირი შეფასება ვერ იქნება. ეს ადამიანი იკავებს ფორმალურ  თანამდებობას,“-განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

Freedom house-ის რეიტინგში, საქართველო უკან იხევს. საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ მომზადებულ დოკუმენტში ნათქვამია, რომ საქართველოში ორი უმთავრესი გამოწვევა აქვს. პირველი, ეს არის ოლიგარქების გავლენა და ფაქტი, რომ ამ არ არჩეულ პირებს აქვთ კონტროლი პოლიტიკურ პროცესზე. მეორე კი, კანონის უზენაესობა და საკანონმდებლო და აღმასრულებელი შტოს მხრიდან ბევრი ჩარევა სასამართლო სისტემაში, რაც მას არ აძლევს საშუალებას იფუნქციონიროს, როგორც დამოუკიდებელმა ინსტიტუტმა.

Freedom house მიუთითებს, მედიის თავისუფლების და დამოუკიდებლობის კუთხით არსებულ გამოწვევებზე, რომლის მიხედვით 5 შესაძლო ქულიდან, საქართველომ მხოლოდ 2 დაიმსახურა. ამ მაჩვენებლით, საქართველოს პოზიცია ერთი ნიშნულით შემცირდა. უკუსვლის მიზეზად, ბოლო საპრეზიდენტო არჩევნები, ბიძინა ივანიშვილის არაფორმალური მმართველობა და მისი გავლენები სახელდება. 

ამავე თემაზე
დღის ამბები