ეტყობა კლიჩკომ არ იცის კარგად, რომ რამდენიმე მძიმე მუხლით არის გასამართლებული - ეს განცხადება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, ფრაქცია ”ქართული ოცნების” წევრმა, მიხეილ სააკაშვილის შესახებ გააკეთა.
საუბარია კიევის მერის და ამავდროულად უკრაინული პარტია "უდარის" ლიდერის მიერ, სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ ვიდეომიმართვაზე, სადაც ის საქართველოს ექსპრეზიდენტს თავისი პოლიტიკური მოძრაობის ხელმძღვანელობას სთავაზობს.
„როგორც ვიცი, ქალაქის მერმა, კლიჩკომ შესთავაზა პოლიტიკურ პროცესებში მონაწილეობა. ეტყობა კლიჩკომ არ იცის კარგად, რომ რამდენიმე მძიმე მუხლით არის გასამართლებული და ამასთან დაკავშირებით, რასაკვირველია, თავის პოზიცია გააჩნია. მაგრამ, მე ვფიქრობ, რომ მცდელობა იმისა, რომ ყველაფერი სააკაშვილის გარშემო ტრიალებს და ეს არის თემა მთავარი დღეს, მით უმეტეს საქართველო-უკრაინის ურთიერთობაში, არის მცდარი,“ - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.