19 ნოემბერი 2024,   03:43
ვრცლად
აქტიური და მოქმედი სააკაშვილი ნიშნავს იმას, რომ ოფიციალური კიევისგან მას აქვს რაღაც ფორმის მხარდაჭერა - ნინო კალანდაძე

აქტიური და მოქმედი სააკაშვილი ნიშნავს იმას, რომ ოფიციალური კიევისგან მას აქვს რაღაც ფორმის მხარდაჭერა - ეს განცხადება პოლიტიკურ ფონდ ”ჭავჭავაძის ცენტრის” დირექტორმა, ნინო კალანდიამ გააკეთა.

მისი თქმით, აქტიური მიხეილ სააკაშვილი საქართველოს არაფორმალური მმართველისთვის განსაკუთრებულ საფრთხეს წარმოადგენს. კალანდაძე ამბობს, რომ ბრიუსელში, პრემიერ-მინისტრის მოულოდნელი ვიზიტი და უკრაინის პრეზიდენტთან შეხვედრა, არასახელმწიფოებრივ, არამედ კერძო ინტერესებს ატარებდა.

„ის, რომ ფორსირებულად, არა კიევში და არა თბილისში, არამედ სადღაც მესამე ტერიტორიაზე უცებ, რაღაცნაირი შეხვედრის ფორსირებულად ორგანიზების მცდელობას ჰქონდა ადგილი, უკვე ნიშნავს, რომ აქ არ არის საუბარი სახელმწიფოებრივ საკითხებზე, არამედ კერძო ინტერესების მოგვარებაზე. აქტიური და მოქმედი სააკაშვილი ნიშნავს იმას, რომ ოფიციალური კიევისგან მას აქვს რაღაც ფორმის მხარდაჭერა. ამიტომ, დიდი ალბათობით, აქ პრევენციულ ქმედებას ჰქონდა ადგილი, არ მოხდეს სააკაშვილის რაიმე ფორმით გაძლიერება, რაც პირდაპირი საფრთხეა ჩვენი არაფორმალური მმართველების ინტერესებისთვის. გვახსოვს ასეთი შემთხვევები, მაგალითად "რუსთავი 2"-ის საქმეზე პაპუნა ჯანელიძე რომ შვებულებიდან გამოითხოვეს და სტრასბურგში წარაგზავენს და მერე თავი ამართლებინეს შემთხვევით, სასამართლოსთან რატომ იდგა, რაღაც კერძო ვიზიტის ფარგლებში,"-განაცხადა ნინო კალამდაძემ.

დღის ამბები